ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Nokia-მ და Orange Group-მა განაცხადეს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს 5G მობილური კავშირის სერვისების განვითარებაზე. ვარაუდობენ, რომ პირველი 5G ქსელები განვითარებას 2020 წლისთვის დაიწყებს. მაქსიმალური გადაცემის სიჩქარე 20 გბიტ/წამშია. დემონსტრირება მოხდება ზამთრის ოლიმპიადის თამაშებისას, 2018 წლის თებერვალში ქალაქ, მხენჩხანში, კორეის რესპუბლიკაში.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

2017 წლის პირველ თვეში ბევრი სმარტფონი გაეშვა გაყიდვაში, მათ შორის იყო პირველი Google Tango მოწყობილობა და Xiaomi Redmi 4, ყველაზე იაფი 4GB ოპერაციული მეხსიერების მქონე სმარტფონი. წარმოგიდგენთ საუკეთესო შვიდეულს.

მეტის ნახვა »

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Kyocera-მ მოდელი  Rafre გამოუშვა, მისი საპონგამძლე, რეცხვადი მეორე სმარტფონი, პირველი DIGNO Rafre საპონგამძლე, რეცხვადი 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა გაყიდვაში სმარტფონისთვის საშუალო მონაცემებით. სმარტფონი უძლებს ქაფს, ცხელ წყალს, გამოყენება დასველებულისაც შეიძლება, მოყვება სამზარეულოს აპლიკაცია და გააჩნია ხელის მოძრაობით ოპერირების შესაძლებლობა. Kyocera Rafre სმარტფონს გააჩნია 5 დიუმიანი HD (720p) ეკრანი, 2გბ ოპერატიული მეხსიერება და 16გბ შიდა მეხსიერება (sd ბარათით 200 გეგაბაიტამდე გაზრდის საშუალებით), 13მპ კამერა, სელფისთვის 5 მეგაპიქსელიანი კამერა, მუშაობს Android 7.0 Nougat-ზე და აღჭურვილია 3,000 მილიამპერიანი ბატარეით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ელექტრონიკისა და მაკომპლექტებელის იაპონური კომპანია Japan Display-იმ წარმოადგინა მოქნილი ეკრანი მობილური მოწყობილობებისთვის, რომელთა სერიულ წარმოებასაც 2018 წლიდან დაიწყებს. ყველაფერი ამის მიღწევა ხდება Full Active Flex ეკრანით, რომელიც შუშის მაგივრად პლასტმასს იყენებს, წარმოება მხოლოდ IPS-NEO მატრიცით არის შესაძლებელი, 5.5 დიუმით 1080p გარჩევადობით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

BlackBerry-იმ დააანონსა ახალი ტელეფონი ფიზიკური კლავიატურით (Mercury), რომლის დებიუტი მოხდება 25 თებერვალს მობილურების მსოფლიო კონგრესზე, ხოლო 26 თებერვალს Nokia წარმოადგენს მის ახალ სმარტფონს Nokia 6-ს, რომელიც უკვე ჩინეთის ბაზარზე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა Nokia-ს მობილური ბრენდის გამოყენების უფლება მიყიდა  ჩინურ ტექნოლოგიების კომპანიას HMD Global-ს.