ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:


სამხრეთ კორეამ ორშაბათს განაცხადა, რომ ლითიუმის ბატარეების დაცულობის სავალდებულო შემოწმებებს და წესებს გააუმჯობესებს, რათა არ განმეორდეს Samsung-ის სმარტფონ Note 7-ის მსგავსად ცეცხლის გაჩენა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

დღევანდელი დღის რუბრიკის “დღის ფოტოს” გმირი გახდა ახალი ფლაგმანი სმარტფონი სამხრეთკორეული კომპანია LG-ის LG G6. მისი ანონსი Mobile World Congress 2017-ზე (MWC) მობილურის მსოფლიო კონგრესზე უნდა მოხდეს თებერვლის ბოლოს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

რამდენიმე ფოტოს გავრცელების შემდეგ ახლა უკვე ინტერნეტში ყველა კუთხიდან გადაღებული LG G6-ის ფოტოები გავრცელდა.

უკანა პანელზე მოწყობილობას ორმაგი ძირითადი კამერა აქვს, ორი განათების დიოდი და დაკტილოსკოპური სენსორი.

მარცხენა მხრიდან ხმის მარეგულირებელი ღილაკებია განთავსებული.

ქვედა ნაწილში ვხედავთ USB Type-C პორტს, დინამიკისა და მიკროფონის ჭრილებს.

ყურსასმენების 3,5მმ-იანი აუდიო ბუდე განლაგებულია სმარტფონის ზედა მარჯვენა ნაწილში.

LG G6-ის ეკრანი დიაგონალზე 5,7 დიუმი უნდა იყოს 1440×2880 პიქსელით, SoC Snapdragon 821 პროცესორით, მტვრისგან და წყლისგან დაცვა IP67 კლასის ან IP68 და ოპერაციულ სისტემა Android 7.0 Nougat-ზე უნდა იმუშავოს. მოწყობილობის ანონსს მობილურების მსოფლიო კონგრესზე MWV 2017-ზე თვის ბოლოს ველით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კორპორაცია Mozilla საბოლოოდ დაემშვიდობა პროექტს და ოპერაციულ სისტემა Firefox-ს, მისი ქვედანაყოფის საბოლოოდ დახურვით. ოპერაციულ სისტემა Firefox-ზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო, 2012 წელს პირველი პროტოტიპი გამოიცა, ხოლო 2013 წელს 2 სმარტფონი გამოვიდა გაყიდვაში. სულ Firefox OS-ზე მომუშავე 18 მოდელი გამოიცა სხვადასხვა მწარმოებლების, როგორებიცაა Alcatel, LG, ZTE, Huawei.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბრაზილიელმა დიზაინერმა ტანდუ ბრანდაომ იუთუბზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამოსახულია ეფლის ახალი სმარტფონის iPhone 8-ის კონცეპტი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გამომცემლობა Times of India იტყობინება, რომ წელს iPhone-ის სმარტფონები გამოვა გაყიდვაში, რომელთაც უკან Made In India ეწერებათ. Apple-მა უფლება მიიღო სმარტფონების წარმოების ქარხნის გახნის ინდოეთის შტატ კარანტაკაში ქალაქ ბანგალორში, ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ გამომცემლობის ინფორმაციით წარმოება ივნისში დაიწყება. ქვეყნის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს Apple-თან, რათა ქვეყანაში არა მხოლოდ iPhone-ის, არამედ სხვა მაკომპლექტებელი ნაწილების წარმოებაც მოხდეს, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.