ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Xiaomi-ს ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია სმარტფონ Redmi Note 4X-ის შესახებ, რომლის რეალიზაცია 14 თებერვალს დაიწყება. Redmi Note 4X არის განახლებული ვერსია Redmi Note 4-ის, რომელიც 8 ბირთვიან Qualcomm Snapdragon 625 პროცესორს იყენებს. ინდოეთში და ზოგიერთ ქვეყანაში სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება Snapdragon 653 პროცესორით, ასევე არაა გამორიცხული MediaTek Helio X20 პროცესორის გამოყენების ვარიანტიც. Redmi Note 4X აქვს 5,5 დიუმიანი IPS ეკრანი Full HD და 3 ვარიანტშია შემოთავაზებული (microsd-ით): 2გბ ოპერატიული მეხსიერებით და 32 გბ ფლეშ მეხსიერებით, 3გბ ოპერატიული მეხსიერებით და 32გბ ფლეშ მეხსიერებით ან კიდევ 4გბ ოპერატიული მეხსიერებით და 64გბ ფლეშ მეხსიერებით. ყველა ვარიანტი 13 მპ კამერით იქნება აღჭურვილი f/2,0 დიაფრაგმით და განათებით. სელფი კამერა 5მეგაპიქსელი და ბატარეა 4100mah. სმარტფონს 2 სიმ ბარათის მხარდაჭერა ექნება და თითის ანაბეჭდის სენსორი. ასევე იქნება შეზღუდული Hatsune Miku Edition ვარდისფერი ტირაჟი. 4 ფერი იქნება ხელმისაწვდომი შავი მატი, ვერცხლისფერი, ვარდისფერი და ოქროსფერი. სმარტფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android 6.0 Marshmallow MIUI8 ინტერფეისით. ფასი 2გბ ოპერატიულიანზე 145$, 3გბ ოპერატიულიანზე 160$, ხოლო 4გბ ოპერატიულიანზე 189$ იქნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Samsung SDI, რომელიც ისედაც ცუდ სიტუაციაში იყო სმარტფონ Galaxy note 7-ის პრობლემების გამო, ახლა ფაბრიკაში გაუჩნდათ ცეცხლი, ჩინეთის ქალაქ ტიანცზინში. იტყობინებიან, რომ ხანძარი უმნიშვნელო იყო და მალევე გაუმკლავდნენ და წარმოებაზე ავარია გავლენას არ იქონიებს, ხანძარი ნარჩენების შემნახველ საწყობში გაჩნდა და არა წარმოების ხაზზე.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გავრცელებული ინფორმაციით Moto G5 Plus, რომელიც თვის ბოლოს დაანონსდება აღჭურვილი იქნება 5,2 დიუმიანი Full HD ეკრანით, 12 მეგაპიქსელიანი კამერით, 3000 მილიამპერიანი ბატარეით, პროცესორი კი Snapdragon 625 იქნება 8 ბირთვით ARM Cortex-A53 არქიტექტურით, Adreno 506 გრაფიკული დამაჩქარებლით და X9 LTE მოდემით მობილურ ქსელში სამუშაოდ, 4 გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით 32გბ ფლეშ მეხსიერებით. ანონსი მობილურების მსოფლიო კონგრესზეა დაგეგმილი ამ თვის ბოლოს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

იაპონური კომპანია Sony კამერების მოდულების წარმოებაში სმარტფონებისთვის ლიდერია, როგორც ბიუჯეტურ ისე ფლაგმანურ სმარტფონების სეგმენტში. სონიმ დაამტკიცა მისი სტატუსი ახალი მობილურის კამერის სენსორის წარმოდგენით, რომელსაც შეუძლია სურათების უფრო სწრაფად გადაღება და ვიდეოების 1000 კადრ წამში ჩაწერა. Cmos სენსორები 2 ფენისგან შედგებოდა სურათის და სქემის სენსორისგან, სიგნალების დასამუშავებლად. ახალი Cmos სენსორი სონისგან 21,2მპ მესამე ფენით გამოირჩევა, კერძოდ 1გბ ოპერატიული მეხსიერებით, რომლის დახმარებითაც სენსორს შეუძლია 19,3მპ გაფართოების კადრის 1/120 წამში გადაღება, ახლანდელები კი 1/30 წამში იღებენ, ანუ ახალი სენსორი უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს სურათების, მოძრავი ობიექტის გადაღებისას. ახალი სონის სენსორი კონკურენტებს სჯობნის ასევე შენელებული ვიდეოს გადაღებაში მას FullHD ვიდეოს გადაღება 1000 კადრით წამში შეუძლია, ახლანდელებს კი მხოლოდ 240. ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ სენსორის დემონსტრაცია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Galaxy S8 სავარაუდოდ აპრილში დაანონსდება, იქამდე კი ინტერნეტში ვრცელდება ფოტოები თუ როგორი იქნება ის, ფოტოებიდან ვხედავთ, რომ სახლის ღილაკი აღარ არის ამის შედეგად ტელეფონის ეკრანი ფარავს სმარტფონის დიდ ნაწილს, ასევე ქვედა ღილაკებიც აღარ გვაქვს, რაც პროგრამულ ღილაკებზე გადასვლას ნიშნავს, კვლავ გვექნება ყურსასმენის ბუდე, S8 აღჭურვილი იქნება USB-C პორტით, რომელსაც სწრაფი დატენვის და ტრანსფერის მაღალი სიჩქარის შესაძლებლობა ექნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Elephone-მა გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტოსურათი სმარტფონის აქსესუარის – მცირე ზომის კამერა განკუთვნილი პანორამული გადაღებისთვის 360 გრადუსიანი კუთხური მოცულობით. მოწყობილობის სახელი უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ სფეროს ფორმისაა ორი ოპტიკური ბლოკით საპირისპირო მხარეს, ყოველი მათგანი 180 გრადუსიან კუთხურ ხედვას უზრუნველყოფს, კამერის მიერთება შესაძლებელი იქნება Micro-USB ან USB Type-C-ის გამოყენებით სმარტფონზე, ფაბლეტზე და პლანშეტზე. ფასი გამოსვლის თარიღი და სხვა მონაცემები ჯერ უცნობია.