ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ჩინურ ინფორმაციაზე დაყრდნობით HMD Global აპირებს ლეგენდალური Nokia N სერიის სმარტფონების გამოშვების განახლებას, რაც გავრცელებული ფოტოებით მტკიცდება, ინფორმაციაზე დაყრდნობით ახალმა სმარტფონმა გაიარა მოსამზადებელი ტესტირებები და თებერვლის ბოლოს იქნება წარმოდგენილი და მისი დებიუტი თებერვლის ბოლოს ბარსელონაში მობილურების მსოფლიო კონგრესის გამოფენაზე მოხდება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ანალიტიკურმა კომპანია გარტნერმა გამოაქვეყნა კომპანია ბლექბერის წილი სმარტფონების ბაზარზე დამრგვალებით 0,0%-ია. 4-ე კვარტალში შარშან ბლექბერიმ 207 ათასი სმარტფონი გაყიდა. 2007 წელს პირველი iPhone-ის ბაზარზე გამოჩენის დროს ბლექბერის წილი სმარტფონების ბაზარზე 9,6%-ს შეადგენდა, ხოლო შემდგომი წლების განმავლობაში 2008 წელს 16,6% და 2009 წელს 19,9% შეადგინა და შემდგომ დაიწყო ვარდნა. დღეს ანდროიდი და iOS იკავებენ ამ ბაზრის წილის 99,6%-ს, ანდროიდ ეკუთვნის ბაზრის 81,7%, ხოლო ვინდოუსს 0,3%.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

BlackBerry-მ ნოკიას უჩივლა სასამართლოში, პატენტების დარღვევაში დაადანაშაულა და დანაკარგის ანაზღაურებას ითხოვს, აშშ-ში. დარღვევები ეხება მობილური ქსელების ბაზისურ სადგურებს, რომლებიც აკონტროლებენ რადიოქსელებს და Liquid Radio-ს პროგრამულ უზრუნველყოფას. საერთო ჯამში 11 პატენტზეა საუბარი. ღირებულება ჯერ უცნობია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია HMD Global-მა, რომელიც Nokia-ს ბრენდით მოწყობილობების წარმოების უფლებების მმართველია, აპირებს თანამედროვე ლეგენდარული მობილური ტელეფონის Nokia 3310-ის თანამედროვე ვერსიის წარმოდგენას MWC 2017-ის გამოფენაზე, რომელიც თებერვლის ბოლოს ბარსელონაში გაიმართება, დიზაინზე და მონაცემებზე ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით მხოლოდ ფასი 59 ევრო, ასევე წარმოდგენილი იქნება ძვირადღირებული სმარტფონები Nokia 3 და Nokia 5, ფასი 149 და 199 ევრო იქნება და ორივე მათგანი ანდროიდზე იმუშავებს. nokia 5 HD 5,2 დიუმიანი ეკრანით და snapdragon 430-ით იქნება აღჭურვილი 2გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 12მპ კამერით, ხოლო ნოკია 3-ის მონაცემები უფრო მწირი იქნება. ნოკია ასევე წარმოადგენს Nokia 6 სმარტფონს full hd დისპლეით Snapdragon 430 4gb ოპერატიული მეხსიერებითა და 16მპ კამერით. შეგახსენებთ, რომ ლეგენდალური ნოკია 3310 2000 წელს გამოვიდა შეცვალა 3210 მოდელი, გამოირჩეოდა მყარი კორპუსით და ლეგენდალური გამძლეობით, ჯამში ნოკია 3310-ის 126 მილიონზე მეტი მოწყობილობა გაიყიდა, რაც მსოფლიო რეიტინგით მეცხრე ადგილია ყველაზე გაყიდვად სმარტფონებსა და მობილურებს შორის.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

როგორც ცნობილია წელს ველით 3 მოდელს ეფლის აიფონის სმარტფონის შემდეგი თაობის სერიებიდან. პირველს ვარაუდობენ 4,7 დიუმიანს, მეორეს 5,5 დიუმიანს და მესამეს კი 5,8 დიუმიანს. ყველაფერი კი აქამდე გავრცელებულ ჭორებს ამტკიცებს, რომ უფროსი მოდელი უჟანგავი მეტალისგან იქნება და გორილა გლესის მსგავსი მყარი ეკრანისგან იქნება დამზადებული. უმცროსი მოდელი კი ალუმინის შენადნობის იქნება, უცნობია 5,5 დიუმიანი მოდელის კორპუსის მატერიალი, კორპუსის დეტალები მეტალის და შუშის იქნება კომპანია ფექსკონ ტექნოლოჯისგან და ჯებილ სირქითისგან, ალუმინის კორპუსები ქეთჩერ ტექნოლოჯისგან იქნება მიწოდებული.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Fast Company-მ გამოაქვეყნა ახალი რეიტინგები ყველაზე ინოვაციური კომპანიების, რომელთა სათავეში ამაზონია, რომელიც კიდევ უფრო მეტს, უფრო სწრაფად და უფრო ჭკვიანურად გვთავაზობს. მეორე ადგილზე საძიებო გიგანტი გუგლია, ხოლო მესამე ადგილზე ტექნოლოგიური თვითმართვადი ავტომობილების კომპანია უბერი, ეფლს კი მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგო.