ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

რესურსმა ბლუმბერგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სამსუნგი ახალ გალაქსი S9 სმარტფონის წარდგენას მოახდენს არა Consumer Electronics Show (CES) 2018-ზე იანვარში არამედ თებერვალში, Galaxy S9 და galaxy S9+ მოწყობილობების პრეზენტაცია იგეგმება ზამთრის ბოლოს, ხოლო გაყიდვაში ჩაშვება კი მარტში. მოწყობილობებს ჭორებზე დაყრდნობით ექნებათ Super AMOLED Infinity ეკრანი 2960×1440 გაფართოებით (QHD+) და ამასთან ერთად ეკრანის ზომა იქნება 5,65 დიუმი S9-ზე, ხოლო S9+-ზე კი 6,2 დიუმი, S9 აღჭურვილი იქნება 3200 მილიამპერიანი ბატარეით, S9+ კი უფრო მძლავრი ბატარეით, მოწყობილობები იმუშავებენ Android 8.0 ოეროზე და Qualcomm Snapdragon 845 ან Samsung Exynos 9 Series 9810 პროცესორებზე.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Samsung-მა დაიწყო თანამშრომლობა ახალი აკუმულატორების მომწოდებელ კომპანიასთან იაპონიაში, რომლის ბატარეებიც იქნება გამოყენებული ახალ სმარტფონ Galaxy S8-ში. საუბარია კომპანია Murata Manufacturing Company-ზე, რომელმაც შარშან შეიძინა აკუმულატორების წარმოების ბიზნესი სონისგან 167 მილიონ დოლარად. უცნობია იქნება თუ არა ეს კომპანია ერთადერთი აკუმულატორების მომწოდებელი სამსუნგისთვის.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ახალი ბატარეები როგორც ცნობილია სამსუნგის ქვედანაყოფის Samsung SDI-ის მიერ იქნება გამოშვებული. ბოლო ინფორმაციით კი Samsung Galaxy S8 და S8 Plus აღჭურვილი იქნება 3250 და 3750mAh ბატარეით, ამასთან ერთად ახალი Snapdragon 835 უფრო ენერგოეფექტიანი იქნება 820-თან შედარებით, მაგრამ გაზრდილი ეკრანის ზომის გამო 5,8 დიუმიდან 6,2 დიუმამდე სავარაუდოდ ბატარეას იმავე გამძლეობას დაუტოვებს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

მიუხედავად Galaxy note 7-ის წარუმატებლობისა Samsung Electronics-მა 2016 წლის 4-ე კვარტალში მოგება ნახა 7,9 ტრილიონი დოლარის სახით, რაც მათ პროგნოზებზე მეტი აღმოჩნდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თუ ბოლო 3 წლის მონაცემებს შევადარებთ. 2016 წლის 4-ე კვარტლის მონაცემებით სამსუნგმა მოახერხა 90 მილიონი სმარტფონის  და 8 მილიონი პლანშეტის გაყიდვა, თუ ამ შედეგებით ვიმსჯელებთ წინა წლის ამ მონაცემებთან შედარებით მცირე ზრდაც კი აღინიშნება.