ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ახალი ბატარეები როგორც ცნობილია სამსუნგის ქვედანაყოფის Samsung SDI-ის მიერ იქნება გამოშვებული. ბოლო ინფორმაციით კი Samsung Galaxy S8 და S8 Plus აღჭურვილი იქნება 3250 და 3750mAh ბატარეით, ამასთან ერთად ახალი Snapdragon 835 უფრო ენერგოეფექტიანი იქნება 820-თან შედარებით, მაგრამ გაზრდილი ეკრანის ზომის გამო 5,8 დიუმიდან 6,2 დიუმამდე სავარაუდოდ ბატარეას იმავე გამძლეობას დაუტოვებს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

მიუხედავად Galaxy note 7-ის წარუმატებლობისა Samsung Electronics-მა 2016 წლის 4-ე კვარტალში მოგება ნახა 7,9 ტრილიონი დოლარის სახით, რაც მათ პროგნოზებზე მეტი აღმოჩნდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თუ ბოლო 3 წლის მონაცემებს შევადარებთ. 2016 წლის 4-ე კვარტლის მონაცემებით სამსუნგმა მოახერხა 90 მილიონი სმარტფონის  და 8 მილიონი პლანშეტის გაყიდვა, თუ ამ შედეგებით ვიმსჯელებთ წინა წლის ამ მონაცემებთან შედარებით მცირე ზრდაც კი აღინიშნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გავრცელდა ჭორი, რომ კომპანია Samsung-ი მისი ფლაგმანი სმარტფონის Galaxy S8-ის გამოშვებასთან ერთად ასევე გამოუშვებს უკაბელო ყურსასმენებს. წყარო ირწმუნება, რომ აქსესუარი განახლებული Samsung Level-ი იქნება ხმის აქტიური ჩახშობის სისტემით. Samsung Level-ის ფასი დაახლოებით 130 ევრო იქნება და ხელმისაწვდომი იქნება წითელ, შავ, მწვანე და ვერცხლისფერ ფერებში.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ჭორების და მიხედვით Samsung-ი Galaxy S8-ის ახალ S კალამის აქსესორიაზე მუშაობს. ვარაუდობდნენ, რომ დამატებითი აქსესორია იქნებოდა მაგრამ ბოლოს გავრცელებული ქეისების ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ იგი ჩაშენებული იქნება, როგორც Galaxy Note-ის სერიებში და აღჭურვილი იქნება USB Type C პორტით. მეტის ნახვა »