ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Fitbit-მა დაანონსა ახალი ჭკვიანი ბრასლეტი Alta HR, რომელიც განკუთვნილია მფლობელის ორგანიზმის ფიზიკური აქტივობის და სიცოცხლისუნარიანობის ინფორმაციის საჩვენებლად. გადჯეტს აქვს შესაბამისი სენსორები, რომელთა დახმარებითაც განვლილ მანძილს, გადადგმულ ნაბიჯებს, დამწვარ კალორიებს და სხვა მაჩვენებლებს აჩვენებს. გაუმჯობესებულია გულის ცემის სენსორი და ძილის ფაზის ჩვენება. ახალი ფიტნეს ბრასლეტის შეძენა შესაძლებელია 150 დოლარად. Fitbit უმსხვილესი ტარებადი მოწყობილობების მოთამაშეა, შარშან მოახდინა 22,5 მილიონი გადჯეტის რეალიზაცია. 2016 წელს კომპანიამ 102,4 მილიონი ტარებადი გადჯეტი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით მსგავს მოწყობილობებზე მოთხოვნა გაიზარდა 25%-ით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

საათების მწარმოებელმა კომპანია Swatch-მა განაცხადა, რომ Swiss OS-ს წარადგენს, რომელიც ტარებადი მოწყობილობებისთვის (საათებისთვის) ანუ სმარტ საათებისთვის იქნება განკუთვნილი სახელად Swiss OS იქნება მეტოქე ისეთი ეკოსისტემების, როგორიცაა: Android, Amazon, Apple და სხვა. 5 სარგებელი ამ ოპერაციული სისტემის შემდეგია: სანდოობა და ხარისხი, დაცულობა, დაბალი ენერგომოხმარების რეჟიმი, გამძლეობა, უკაბელო თავსებადობა უახლეს ბლუთუზ და სხვა უკაბელო ტექნოლოგიებთან, მაგრამ კომპანიას მხოლოდ ბაზრის 1%-ით გაუჭირდება ანდროიდის და ეფლის სმარტ საათებთან მეტოქეობა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ჩვენ გვინახავს მრავალი სმარტ საათები სხვადასხვა ფუნქციებით გულის ცემის და ა.შ.. მაგრა გეიმერული? გეიმბენდი სწორედ ეს მოწყობილობაა. კომპანიამ ქიქსტარტერზე წარმოადგინა ახალი სმარტ საათი გეიმერებისთვის, მძლავრი სმარტვოჩი ყველაზე სწრაფი პროცესორით და ამოლედ დისპლეით, Wifi, Bluetooth 4.2 და მორგებული Android OS პროდუქტიული აპლიკაციებით. ასევე მიკროსდ ბარათის სლოტი, მასში ატარის პონგ და ასტეროიდის თამაშებია, ჯერ უცნობია როგორ მოახერხებენ მცირე ზომის სმარტ საათით გეიმინგს. პროექტმა ამჟამად 140 000 დოლარი მოაგროვა რაც ორჯერ მეტია 75 000 დოლარზე, რაც პროექტის მიზანი იყო.