ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ამ მოვლენის ტრეკი არის 750 მეტრი (2,500 ფუტი) ვარდგნა კლდის გვერდიდან, და არასწორმა მოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს შედეგი უფრო სავალალო ვიდრე დაჭიმული კოჭი ან ნაღრძობი მუხლი. შეჯიბრი არის მსოფლიო ბეიზ ჯამფინგის შეჯიბრი (სლოგანი „იცოდე შენი ზღვარი“) და ტიტული რომელსაც ხელს ჩაავლებთ არის „მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მფრინავი ადამიანი“. იმისათვის, რომ მოიგონ მონაწილეები უნდა შეეჯიბრონ ერთმანეთს კლდის ძირამდე მიღწევაში მხოლოდ ფრთის კოსტუმის გრავიტაციის კანონის და რკინის ნერვების გამოყენებით. მსოფლიო ბეიზ ჯამფინგის შეჯიბრი იმართება ყოველწლიურად ინფორდენში რაუმაში, ნორვეგიაში, 2008 წლიდან. ბეიზ (ჯამფერები) მხტუნავები მოდიან მსოფლიოს ყველა მხრიდან, რომ ამ მოვლენაში შეეჯიბრონ. ბეიზ (ჯამფინგი) ხტუნაობა ოფიციალურად იქნა დაარსებული, როდესაც ორმა მხტუნავმა, ფილ სმიტმა და ფილ მეიფილდმა, განახორციელეს ნახტომი ჰიუსტონის ცათამბრჯენიდან 1981 წელს. მას შემდეგ ეს სპორტი განვითარდა და შეიერთა სპეციალური აღჭურვილობა, როგორიცაა ფრთის კოსტუმი. ცის მყვინთავებს აქვთ შედარებით მეტი დრო, რომ აკრიფონ ჰაერის სიჩარე, რაც მათ აძლევს საშუალებას აკონტროლონ თავიანთი დაშვება. ბეიზ (ჯამფერებს) მხტუნავებს შეიძლება მხოლოდ ქონდეთ ძვირფასი ერთეული წამები, სანამ მათ პარაშუტის გახსნა დასჭირდება. შეჯიბრების დაწყებამდე, ყველა მონაწილის დრო იწერება კვალიფიკაციის რაუნდში. ეს დრო გამოიყენება იმისთვის, რომ შეირჩენ და დაწყვილდნენ მეტოქეები გამორიცხვის რაუნდისთვის. წყვილები შემდეგ ეჯიბრებიან ერთმანეთს შემდეგ რაუნდში შეჯიბრის შანსის მოსაპოვებლად, სანამ საერთო ჩემპიონი არ დაგვირგვინდება. არ არსებობს ცალკე კატეგორია კაცთა და ქალთათვის და საბოლოოდ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი „მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მფრინავი ადამიანი“.  ფინიშის ხაზის გადასაკვეთად მეტოქეები უნდა გაყვნენ უხეშად აღნიშნულ მიმართულებას, გახსნან თავიანთი პარაშუტი შესაბამის დროს რათა უზრუნველყონ დაცული დაშვება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

უახლესი მილიონ დოლარიანი ჰაიპერქარი McLaren Senna გამოვა სულ 500 ცალი, ჯერ უცნობია 0-100კმ აჩქარება, მაქსიმალური სიჩქარე და ისიც კი თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი, ყველაფერი მომავალ წელს ჟენევის ავტოშოუზე გახდება ცნობილი. მხოლოდ ვიცით ის, რომ P1-ის მსგავსად მძლავრი იქნება – 789 ცხენისძალა 4.0 V8 ძრავი 2,461 ფუნტი წონით. აეროდინამიკის ხარჯზე ეს ავტომობილი ფაქტობრივად მიკრული იქნება გზის ზედაპირზე, ეს იქნება ფანტასტიკური სათამაშო მდიდარი ხალხისთვის ავტოდრომზე გასართობად, ასევე P1-ისგან განსხვავებით ეს ჰიბრიდი არ არის. მანქანას არ აქვს გაგრილება, მანქანა იქნება სარბოლო რეჟიმის ღილაკით აღჭურვილი, რაც მანქანას ადაბლებს და ტრეკისთვის მზად ხდის.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Slightly Mad Studios-მა ახალი დეტალები გაამხილა ავტოსიმულატორის Project CARS 2 და პროექტის ტრეილერი გამოაქვეყნა. თამაში გამოვა Playstation 4-ზე, Xbox one-ზე და PC-ზე 2017 წლის ბოლოს, მასში 170-ზე მეტი ლიცენზირებული ავტომობილი იქნება, ასევე 60-ზე მეტი ტრასა იქნება ხელმისაწვდომი, ვირტუალური რეალობის სრული მხარდაჭერით 12K გაფართოებით. ინდი ქარი და რალი ქროსი და სხვა რბოლის ტიპები იქნება ხელმისაწვდომი. რბოლისას იცვლება ამინდი პირდაპირ 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს ატმოსფერული პირობების შესაბამისად და პირდაპირვე მოხდება მართვის ცვლილება ამინდის ცვილებასთან ერთად LiveTrack 3.0 სისტემით. ანონსი ჯერ კიდევ 2015 წლის ივნისში მოხდა. პროექტის განხორციელება ხდება ქროუდ ფანდინგით, ხოლო შექმნა კი საზოგადოების მხარდაჭერით ხდება.