ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი მყარი მეხსიერების ინფორმაციის შემნახველის Intel Optane DC P4800X-ის შესახებ, რომლებიც გათვლილია ინფორმაციის დამუშავების ცენტრებისთვის. Optane SSD – უახლესი 3D XPoint მეხსიერების ტექნოლოგიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით და კომპონენტების სრული განთავსებით, დაბალი ენერგომოხმარებით და ხელმისაწვდომი ფასით. ეს ენერგოდამოუკიდებელი მეხსიერება 1000-ჯერ სწრაფია და 1000-ჯერ უფრო გამძლეა მოხმარებაში NAND ტექნოლოგიის მეხსიერებასთან შედარებით, გარდა ამისა 3D Xpoint 10-ჯერ მკვირია კომპონენტების განთავსების მხრივ ვიდრე ჩვეულებრივი მეხსიერება. ცნობილი გახდა, რომ სერია Optane DC P4800X PCI-E 3.0 x4 ფორმის ბარათის იქნება, კონკრეტულად საუბარი 375გბ ტევადობის ვარიანტზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩაწერა წაკითხვას 2400 и 2000მბ წამში. წამში განხორციელებული წაკითხვა-ჩაწერა 4კბ ბლოკებზე (IOPS) 550 ათასს აღწევს წაკითხვისას, ხოლო 500 ათასს ჩაწერისას. მეხსიერებები გათვლილია 30 სრულ გადაწერაზე დღეების განმავლობაში. გაუძლებენ 12,3პბაიტ ინფორმაციის ჩაწერას, ანუ საერთო გადაწერის ციკლების რაოდენობა უტოლდება 33 ათასს, რაც ძალზე საიმედოა.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Seagate SkyHawk-ის ანალოგური დასახელებით ახლა კომპანია Western Digital-მა წარმოადგინა ახალი მყარი დისკი კერძოდ კი SanDisk-ის შეძენის შემდეგ რებრენდინგული სახელით Skyhawk, რომელის SSD დრაივია და მუშაობს NVMe 1.2 პროტოკოლზე PCI Express 3.0 x4 ინტერფეისით, წაკითხვის სიჩქარე 1200-1700მბ წამში, შემთხვევითი ოპერაციების განხორციელება 250 000 და 83 000 IOPS შესაბამისად. მაქსიმალური ზომა 3,2ტერაბაიტი, ხელმისაწვდომია 1,6 1,92 3,84 და 3,2 ტერაბაიტი მოცულობის SSD-ები.

SanDisk იტყობინება, რომ ახალ Skyhawk სერია მინიმუმ 3-ჯერ სჯობნის ტრადიციულ ბიზნეს კლასის SSD-ს ჩაწერა წაკითხვაში და ამასთან ერთად მოთხოვა მხოლოდ 12 ვატია ამ სფეროში კი სტანდარტი 25 ვატია. მოწყობილობა MLC NAND 15ნმ მეხსიერებას იყენებს Guardian Technology-ით, რომელიც სანდოობას მატებს.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

აქამდე კომპიუტერული მოწყობილობის მომხმარებლებს დიდი არჩევანი არ ჰქონდათ სათავსო მეხსიერების არჩევისას. HDD ანუ მყარი დისკი გამოიყენებოდა ოპერაციული სისტემისთვისაც და სხვა ფაილების სათავსო მეხსიერებადაც, ახლა კი შესაძლებელია SSD-ის გამოყენება, როგორც ცალკე ოპერაციული სისტემისთვის, ასევე სათავსო მეხსიერებად. როგორ გავაკეთოთ არჩევანი? რა არის SSD-სა და HDD-ს (მყარ დისკებს) შორის სხვაობა? რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია თითოეულ მათგანს? მოდით ვნახოთ. მეტის ნახვა »

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

CES 2017-ზე კომპანია Mushkin-მა წარმოადგინა ახალი მოდელები მაღალმწარმოებლური m.2 ტიპის SSD-ების სერია Mushkin Helix სახელწოდებით, მათში გამოიყენება ფლეშ მეხსიერების 3D MLC NAND ტიპის ტექნოლოგია. მოიცავს 250გბ,500გბ,1ტბ და 2ტბ-იან ვარიანტებს, დაფუძნებულია Silicon Motion SM2260-ის კონტროლერზე, PCI Express 3.0 x4 ინტერფეისით. წაკითხვის მაქსიმალური სიჩქარე 2.5GB/s, ხოლო ჩაწერის მაქსიმალური სიჩქარე კი 1.1GB/s. ასეთი ტიპის მეხსიერების უპირატესობა გამძლეობაშია, მეორე კომპანიაა რომელმაც ამ ტიპის მეხსიერება გამოიყენა პირველი ADATA XPG SX8000 იყო.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

GamersNexus-ის მიერ ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ MSI-ის M.2 მყარი დისკის ფარი ტემპერატურას კლების მაგივრად ზრდის, ზედა ნაწილში 1-2 ცელსიუსით კლება აღინიშნება მაგრამ ქვედა ნაწილზე 4 ცელსიუსით ზრდა, რაც საერთო ჯამში უარყოფით შედეგს იძლევა.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

მყარი დისკების მწარმოებელმა კომპანია Seagate-მა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სამომავლო სტრატეგია მყარი დისკების ტევადობის გაზრდაა, ამჟამად მაქსიმალური ზომა მათი მყარი დისკის 10TB-ია. კომპანია აპირებს რამდენიმე წელიწადში ამ მაჩვენებლის გაორმაგებას, ხოლო 2018 წლის მეორე ნახევარში კი 16TB მოცულობის მყარი დისკების გაყიდვაში ჩაშვებას გეგმავს.