ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

მოწყობილობები დაძველებასთან ერთად ნელდებიან 3 წლის ლეპტოპს ვერ ექნება იგივე წარმადობა, როგორიც ჰქონდა პირველ დღეს. რა ფაქტორები იწვევს გარდაუვალ შენელებას? განიცდის თუ არა თქვენი მოწყობილობა ცვეთას? პრობლემა ცვალებადია მოწყობილობებში, იმავე მოდელის მოწყობილობაშიც კი, ორივე მხარე შეიძლება აღმოჩნდეს ტანჯულის როლში როგორც პროგრამული ასევე აპარატურული. პროგრამული შენელება ხდება ოპერაციული სისტემის განახლების შემდეგ ზოგადად მოიცავს უფრო მძლავრ ფუნქციებს და მძლავრ აპლიკაციებს, ასევე შესაძლებელია ძველი კოდის გადახედვა არ მოხდეს, რის შედეგადაც თქვენს მოწყობილობას უწევს უფრო ძლიერ მუშაობა იგივე შედეგის მისაღწევად. დეველოპერები ანახლებენ კოდს და ახალი აპარატურა დამატებით ფუნქციებს იღებს, თქვენი აპარატურა კი უცვლელი რჩება. ამის გარდა ვირუსები და სხვა შპიონური პროგრამებიც შეიძლება ანელდებდნენ თქვენს მოწყობილობას. აპარატურული შენელება ხდება პროგრამებით მოწყობილობის გადაჭედვით და აპლიკაციების გართულებით, ხოლო მოწყობილობა იგივე რჩება და ისიც განიცდის გარკვეულ ცვეთას. ბატარეა ლეპტოპში ან სმარტფონში განიცდის დეგრადირებას დროთა განმავლობაში, სწორედ ამიტომ აქვს ყველა მოწყობილობას ბატარეის გამოყენების წესები, მაგრამ ამან პირდაპირი გავლენა წარმადობაზე არ უნდა იქონიოს, რადგანაც პირდაპირ პროცესორის შენელებას არ გამოიწვევს, თუ ეს თავად განახლებებით არ განხორციელდა, როგორც ეფლმა ბატარეების დეგრადაციის მიზნით ძველ სმარტფონებში წარმადობა შეამცირა უსაფრთხოების მიზნით. მექანიკური მყარი დისკებიც განიცდიან ცვეთას. დაიმახსოვრეთ თქვენ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობთ და მოწყობილობის შენელებაზე გართულებული ყურადღების გადატანა არ არის საჭირო.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

მცირე კომპანიები აგრძელებენ ინოვაციური მოწყობილობების შექმნას, პერიოდულად ქმნიათ გამაოგნებელ და საინტერესო მოწყობილობებს. Tap Systems-მა შექმნა “ჭკვიანი კასტეტი”, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ასოები დაწეროთ თითების მოძრაობით. საჭიროა კონკრეტული მოძრაობების და მათი კომბინაციის დამახსოვრება. შემქმნელებმა სასწავლად გამოუშვეს სპეციალური პროგრამა სმარტფონებისთვის, რომელსაც Tap Genius ქვია. შემქმნელები გვეუბნებიან, რომ მოწყობილობის სრულად ასათვისებლად 1 საათია საჭირო, აღიარებენ რომ ახალი ბეჭვდის მეთოდი ზოგს შეიძლება არ მოეწონოს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ვირტუალური რეალობას ბევრი კარგი რამ აქვს, მაგრამ ამ ტექნოლოგიას ერთი არასასიამოვნო ეფექტი აქვს, რაც შექანების ეფექტია, როდესაც ადამიანის გონება იკარგება, ვერ ხვდება სინამდვილეში რა ხდება. შეგრძნებით ადამიანი უმოძრაოდ ზის კრესლოში, მაგრამ თვალები ხედავენ, რომ სადღაც მიდის. გონება პანიკაში ვარდება, გონია რომ ორგანიზმი მოიწამლა და ამაზე ფიზიოლოგიური რეაქცია ვლინდება, კერძოდ კი ძლიერი გულისრევის შეგრძნება, ორგანიზმი ცდილობს მომწამლავი ნივთიერებებისგან განთავისუფლდეს. ბრასლეტი Reliefband-ს შეუძლია ეს გულისრევის შეგრძნება მოკლას, რათა თქვენ დატკბეთ ვირტუალური რეალობით. ბრასლეტი გაკეთების შემდეგ მცირე ელექტრო იმპულსებს აწვდის თქვენს სხეულს, შესაძლებელია ამ იმპულსების სიძლიერის დარეგულირება, თავბრუსხვევისდა მიხედვით, ეს იმპუlსები შუა ნერვის გავლით გონების ცენტრამდე აღწევენ, რომელიც გულისრევაზე აგებს პასუხს, არეგულირებს კუჭთან ურთიერთობას და ამცირებს უხერხულ შეგრძნებებს, თავიდან ეს მოწყობილობა შეიქმნა არა მხოლოდ ვირტუალური რეალობისთვის, არამედ მათთვის ვისაც აქანებდა საზღვაო მოგზაურობისას და ტრანსპორტში მსგავსი უხერხული შეგრძნება აწუხებდა.