ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ალბათ არაერთხელ გაგიგიათ ხალხისგან სპეკულაციები, ხუმრობა, რომ მობილური ტელეფონი იწვევს კიბოს. მხოლოდ ერთეულებმა იციან თუ როგორ მუშაობს რადიაცია, ჩვენ ტვინის გვერდით ვიდებთ ტელეფონებს ხშირად და ტექნოლოგია როგორც ასეთი ხშირად ამას სოციალური ავადმყოფობა მოყვება. რადიო ტალღები თეორიაში კიბოს არ იწვევს, მაგრამ კვლევები კვლავ ტარდება ამის დასამტკიცებლად. ტელეფონის რადიაცია რადიაციის ფორმაა, შეუძლია დნმ-ის დაზიანება, რაც მკვლევარების დასკვნით იწვევს კიბოს. ტელეფონი გამოყოფს ნაკლებ რადიაციას ანუ არა იონიზირებადია, რაც არ აზიანებს დნმ-ს, მაგრამ კითხვა კვლავ აქტუალურია შეუძლია თუ არა მას გარკვეული გზით ჩვენი სხეულისთვის ზიანის მოყენება, რამაც გრძელვადიან პერიოდში შეიძლება გამოიწვევს პრობლემები. 2011 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩათვალა ტელეფონის რადიაცია კარცინოგენურად, 6 წლის შემდეგ შედეგები კვლავ არეულია, მაგრამ არსებობს რისკის ფაქტორები. არ არის საჭირო ვინერვიულოთ სატელეფონო სიგნალების Wi-Fi სიგნალების და სხვა რადიო სიხშირების რადიაციაზე განუწყვეტლივ და სანამ ამის მტკიცებულება არ იქნება ვერ ვიტყვით, რომ იწვევს კიბოს, როგორც წითელი ხორცი განაცხადა კოლორადოს სკოლის ჯანდაცვის დეკანმა და ექსპერტმა სატელეფონო რადიაციაში.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ანალიტიკურმა კომპანია გარტნერმა გამოაქვეყნა კომპანია ბლექბერის წილი სმარტფონების ბაზარზე დამრგვალებით 0,0%-ია. 4-ე კვარტალში შარშან ბლექბერიმ 207 ათასი სმარტფონი გაყიდა. 2007 წელს პირველი iPhone-ის ბაზარზე გამოჩენის დროს ბლექბერის წილი სმარტფონების ბაზარზე 9,6%-ს შეადგენდა, ხოლო შემდგომი წლების განმავლობაში 2008 წელს 16,6% და 2009 წელს 19,9% შეადგინა და შემდგომ დაიწყო ვარდნა. დღეს ანდროიდი და iOS იკავებენ ამ ბაზრის წილის 99,6%-ს, ანდროიდ ეკუთვნის ბაზრის 81,7%, ხოლო ვინდოუსს 0,3%.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

რამდენიმე ფოტოს გავრცელების შემდეგ ახლა უკვე ინტერნეტში ყველა კუთხიდან გადაღებული LG G6-ის ფოტოები გავრცელდა.

უკანა პანელზე მოწყობილობას ორმაგი ძირითადი კამერა აქვს, ორი განათების დიოდი და დაკტილოსკოპური სენსორი.

მარცხენა მხრიდან ხმის მარეგულირებელი ღილაკებია განთავსებული.

ქვედა ნაწილში ვხედავთ USB Type-C პორტს, დინამიკისა და მიკროფონის ჭრილებს.

ყურსასმენების 3,5მმ-იანი აუდიო ბუდე განლაგებულია სმარტფონის ზედა მარჯვენა ნაწილში.

LG G6-ის ეკრანი დიაგონალზე 5,7 დიუმი უნდა იყოს 1440×2880 პიქსელით, SoC Snapdragon 821 პროცესორით, მტვრისგან და წყლისგან დაცვა IP67 კლასის ან IP68 და ოპერაციულ სისტემა Android 7.0 Nougat-ზე უნდა იმუშავოს. მოწყობილობის ანონსს მობილურების მსოფლიო კონგრესზე MWV 2017-ზე თვის ბოლოს ველით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბრაზილიელმა დიზაინერმა ტანდუ ბრანდაომ იუთუბზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამოსახულია ეფლის ახალი სმარტფონის iPhone 8-ის კონცეპტი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კიდევი ერთი ცნობა ახლა უკვე ფლორიდიდან ცეცხლგაჩენილი iPhone 6 Plus-ის შესახებ. ქალი ყვება, რომ სმარტფონი ლოგინთან ტუმბოზე ედო და მისმა კარგმა ყნოსვამ აგრძნობინა ცეცხლის გაჩენა. მეუღლემ მაისურის გამოყენებით ჩააქრო ცეცხლი. სმარტფონი ორწლინახევრის იყო. ფლორიდაში მსგავსი შემთხვევა კიდევ მოხდა, iPhone 6 Plus-ის ბატარეა გასქელდა და გაანადგურა კორპუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში ცეცხლი არ გაჩნდა. Apple-ის განცხადებით შემთხვევების გამოძიება მიმდინარეობს. ქალმა დამწვარი სმარტფონის სანაცვლოდ 750$ მიიღო.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია HTC ამჟამად კვლავ კიდევ ერთმა ძველმა თანამშრომელმა დატოვა კერძოდ ჯეისონ მაკკენზიმ (Jason Mackenzie), მას გლობალური ვიცე-პრეზიდენტის შემსრულებლის პოსტი ეკავა, ჯამში 12 წელი იმუშავა კომპანია HTC-ში. კომპანიის დატოვების მიზეზი ჯერ უცნობია.