ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

იხილეთ ვიდეო სადაც განიხილება რუსულ ენაზე მზის ენერგიაზე მომუშავე მზის პანელების მუშაობის პრინციპი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ამერიკულმა კომპანია mPower Technology-მ შეიმუშავა თხელი, დრეკადი და მჩატე მზის ბატარეა, რომელიც შესაძლებელია ადვილად მიაკრათ, მაგალითად დრონზე, ან გადჯეტზე და ამით ნებისმიერი ზედაპირის ფუნქციონალურობა გაზარდოთ. შემუშავებულ ნაწარმს Dragon SCALE ჰქვია. მწარმოებლები აღნიშნავენ მათი პანელის დრეკადობას და ფურცლის მსგავს სისქეს, მათი დამზადება შედარებით იაფია ვიდრე ჩვეულებრივი მზის ბატარეის, ტექნოლოგია იძლევა უფრო საიმედო და ეფექტიან ელემენტს ვიდრე თანამედროვე ანალოგები. გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ ამ პროდუქტით შესაძლებელი იქნება წყლის ტრუბების შეფუთვაც, ხეების და ამით მათ მზის პანელად გადააქცევთ, ან სულაც ავტომობილის სახურავზე, რაც მას უფრო ეკოლოგიურს და თანამედროვეს გახდის.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

შპს “თბილსერვის ჯგუფმა” გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ახალი თანამედროვე ტიპის მზის ენერგიაზე მომუშავე ლედ-სანათები დაამონტაჟა. სანათები აღჭურვილია სპეციალური მზის ელემენტებით, რომლის მეშვეობითაც დღის განმავლობაში მიღებული ენერგია ელექტროენერგიად გარდაიქმნება და სპეციალური სენსორის მეშვეობით ღამით ავტომატურად ირთვება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ჩინელებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ბევრი რამ, ამჯერად მსოფლიოში უმსხვილესი მზის ენერგიის მწარმოებლები გახდნენ. სახელმწიფოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგანაც ქვეყანა რამდენიმე წელია ბოლით არის დაფარული, კერძოდ ქარხნების და ფაბრიკების გამონქაბოლქვით, რომლებიც მუშაობენ ამოწურვადი ტიპის საწვავებზე. ეკოლოგიურად სუფთა ენერგიამ შეიძლება ჩინეთი გამოიყვანოს ამ სიტუაციიდან, მისცეს მაცხოვრებლებს სუნთქვის საშუალება. შაბათს ჩინეთის ნაციონალურმა ენერგეტიკულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ გააორმაგა მზით გენერირებადი ენერგია. მაჩვენებელი 77,42 გეგავატზეა, რაც მსოფლიო რეკორდია. მიუხედავად შთამბეჭდავი ციფრებისა, მთლიანად ეს ენერგია ჩინეთის მიერ მოხმარებადი ენერგიის მხოლოდ 1%-ია. მოლოდინი შემდეგი 3 წლის განახლებადი ენერგიით 110 გეგავატის მიღებაა, ხოლო 2030 წლისთვის 20%-ის დაკმაყოფილება სახელმწიფო ენერგიის. წარმოებების ახალი ენერგიის წყაროებზე გადაყვანისთვის 364 მილიარდი დოლარია გამოყოფილი.