ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Toshiba-ს ზარალის შემდეგ მისი აქციები ძალზე გაიაფდა და მწარმოებელი პრობლემის წინაშე დგას 27 მარტამდე  ბირჟას დატოვებს თუ სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხა. ზარალი 9 თვის ჯამში აპრილიდან დეკემბრამდე 2016 წლის 3,5 მილიარდი დოლარია, სექტემბრის ბოლოსთვის კი ჯამში 7 მილიარდი ჰქონდა უკვე ზარალი, კომპანია მიკროსქემების 20% წარმოების გაყიდვას აპირებს და მთლიანი ნახევრადგამტარი ბიზნესისაც, რადგანაც კომპანიის არსებობა არ არსებობის საკითხზეა საუბარი.

 

 

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

კომპანია Fujitsu-მ წარმოადგინა ახალი მეხსიერება FRAM (კოდირებული დასახელება MB85RS256TY), რომელიც იქნება გამოყენებული ავტომობილებში. მაღალი დიაპაზონი ტემპერატურის -40-დან 150 გრადუსამდე ცელსიუსით იქნება მეხსიერების გამორჩეულობა, იგეგმება -55 გრადუსამდე გაუმჯობესებაც. მეხსიერებას 85 გრადუსზე მუდმივი დატვირთვით შეუძლია 10 წელი მუშაობა. FRAM განიმარტება, როგორც Ferroelectric RAM. ენერგოდამოუკიდებელი სეგნეტოელექტრული მეხსიერება 256კილობაიტი მოცულობის, მაღალი სიჩქარის და გადაწერის მაღალი ციკლით (1013). FRAM მუშაობს 1,8-3,6 ვოლტზე SPI ინტერფეისით. ინჟინერული ნიმუშები უკვე გაცემის პროცესშია.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი მყარი მეხსიერების ინფორმაციის შემნახველის Intel Optane DC P4800X-ის შესახებ, რომლებიც გათვლილია ინფორმაციის დამუშავების ცენტრებისთვის. Optane SSD – უახლესი 3D XPoint მეხსიერების ტექნოლოგიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით და კომპონენტების სრული განთავსებით, დაბალი ენერგომოხმარებით და ხელმისაწვდომი ფასით. ეს ენერგოდამოუკიდებელი მეხსიერება 1000-ჯერ სწრაფია და 1000-ჯერ უფრო გამძლეა მოხმარებაში NAND ტექნოლოგიის მეხსიერებასთან შედარებით, გარდა ამისა 3D Xpoint 10-ჯერ მკვირია კომპონენტების განთავსების მხრივ ვიდრე ჩვეულებრივი მეხსიერება. ცნობილი გახდა, რომ სერია Optane DC P4800X PCI-E 3.0 x4 ფორმის ბარათის იქნება, კონკრეტულად საუბარი 375გბ ტევადობის ვარიანტზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩაწერა წაკითხვას 2400 и 2000მბ წამში. წამში განხორციელებული წაკითხვა-ჩაწერა 4კბ ბლოკებზე (IOPS) 550 ათასს აღწევს წაკითხვისას, ხოლო 500 ათასს ჩაწერისას. მეხსიერებები გათვლილია 30 სრულ გადაწერაზე დღეების განმავლობაში. გაუძლებენ 12,3პბაიტ ინფორმაციის ჩაწერას, ანუ საერთო გადაწერის ციკლების რაოდენობა უტოლდება 33 ათასს, რაც ძალზე საიმედოა.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

AMD HBM2 გრაფიკიკულ მეხსიერებას სულ მალე ველით, მაგრამ ამასთან ერთად ინფორმაცია გავრცელდა, რომ Micron აპირებს GDDR6 გრაფიკული პროცესორის 2017 წლის ბოლომდე გამოშვებას. ახალი მეხსიერების გამოშვება 2018 წელს იგეგმებოდა, მაგრამ GDDR5-ს უფრო სწრაფი ტემპით ჩაანაცვლებს, GDDR6 ნაკადი ერთ პინზე 16გბ/წამში იქნება რაც DDR3-ზე 10-ჯერ სწრაფია, ხოლო GDDR5X კი მხოლოდ 10გბ/წამში ნაკადის გატარებაა შეეძლო ერთ პინზე. სიჩქარის გარდა ჩიპს 20%-ით ნაკლები ენერგომოხმარება ექნება.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

შიდა მეხსიერების მყარ დისკს აფორმატებთ თუ გარეს, USB ფლეშ დრაივს თუ SD ბარათს, ვინდოუსი არჩევანის საშუალებას გაძლევთ 3 ფორმატს შორის NTFS, FAT32, და exFAT. FAT32 ძველი ფაილური სისტემაა წარმოდგენა მოხდა ვინდოუს 95-ში და ჩაანაცვლა FAT16 ფაილური სისტემა, მას აქვს თავსებადობა თანამედროვე და ძველ მოწყობილობებთან, როგორიცაა კონსოლები, მაგრამ აქვს შეზღუდვები ზომაში ინდივიდუალური ფაილი უნდა იყოს 4 გეგაბაიტამდე, ასევე ნაკლი აქვს უფლებების და დაცულობის მხრივ, თანამედროვე ვინდოუსის ოპერაციული სისტემები FAT32-ს აღარ იყენებენ და უპირატესობას NTFS ანიჭებენ. NTFS თანამედროვე ფაილური სისტემაა მაღალი ფაილის ზომის შეზღუდვით, გააჩნია თანამედროვე ფუნქციები, ფაილების უფლებების ფუნქცია, სწრაფი ერორებისგან განთავისუფლება, კოდირება,ლინკები და სხვა. ძირითადად გამოიყენება ვინდოუსის სისტემურ დრაივში და სხვა შიდა დრაივებში. exFAT 2006 წელს წარმოადგინეს ოპტიმიზირებულია ფლეშ მეხიერებებისთვის, FAT32-სა და NTFS-ს შორის ბალანსს წარმოადგენს, მაღალი ფაილური ზომის ლიმიტით და უფრო მეტად თავსებადობით გამოირჩევა NTFS-სთან შედარებით.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

მყარი დისკების მწარმოებელმა კომპანია Seagate-მა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სამომავლო სტრატეგია მყარი დისკების ტევადობის გაზრდაა, ამჟამად მაქსიმალური ზომა მათი მყარი დისკის 10TB-ია. კომპანია აპირებს რამდენიმე წელიწადში ამ მაჩვენებლის გაორმაგებას, ხოლო 2018 წლის მეორე ნახევარში კი 16TB მოცულობის მყარი დისკების გაყიდვაში ჩაშვებას გეგმავს.