ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია New Japan Radio Co. (JRC)-იმ წარმოადგინა ჭკვიანი ავტომობილის სავარძლის პროტოტიპი, რომელსაც შეუძლია მძღოლის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ინფორმაციის შეკრება. სიდენია აღჭურვილია სპეციალური მიკრო დეტეკტორებით. სისტემა იძლევა ინფორმაციას გულის ცემის და სუნთქვის რიტმის შესახებ, რის საფუძველზეც ავტომობილის მძღოლის მდგომარეობას განსაზღვრავს. მაგალითისთვის სისტემას შეუძლია გამოარკვიოს ცუდად გრძნობს თუ არა მძღოლი თავს და ხომ არ ეძინება მას, ამ შემთხვევაში განგაშის სიგნალს იძლევა და არ აძლევს მძღოლ დაძინების საშუალებას საჭესთან, რაც საგზაო უსაფრთხოებას ზრდის. კომერციალიზაცია დაგეგმილია 2020 წლისთვის და ბლოკის ღირებულება რამდენიმე ათეული აშშ დოლარი იქნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბრიტანულმა კომპანია Morgan-მა, რომელიც ხელნაკეთი სპორტული ავტომობილების წარმოებითაა დაკავებული გადაწყვიტა ახალგაზრდა ფანატებისთვის ეკოლოგიური და თანამედროვე ტრანსპორტი გაყიდოს ერთადგილიანი რეტრო-ელექტროავტომობილი EV3 Junior ბავშვებისთვის. ვიზუალურად სარბოლო ბოლიდს წააგავს 30-40-იან წლებში, აქვს 3 ბორბალი და აღჭურვილია ბატარეით. სალონი ქრომირებული დეტალებისგან შედგება და ნატურალური ხით არის მოპირკეთებული. ავტომობილის სიჩქარე 16 კილომეტრი საათშია. ყოველი ასეთი ავტომობილი შეკვეთით მზადდება და დაახლოებით 10 000 დოლარი ჯდება და მისი შეკვეთა უკვე შესაძლებელია მწარმოებლის ვებგვერდზე.