ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

არ გარისკოთ თქვენი ფოტოებით, დაიზღვიეთ თავი მათი დაცულად ღრუბლის საცავში ატვირთვით. ჩვენ დავტესტეთ 6 საუკეთესო სერვისი, რათა გვეპოვნა საუკეთესო ღრუბლის საცავი ფოტოებისთვის. არჩევანი დიდი დაწყებული 1GB მოცულობით და დამთავრებული 1TB მოცულობის ღრუბლის საცავით.

1. Dropbox – დროფბოქსი.

2. Google Drive – გუგლ დრაივი.

3. Microsoft OneDrive – მაიქროსოფთ ვანდრაივი.

4. Flickr – ფლიკრი.

5. Adobe Creative Cloud – ედობ ქრიეითივ ქლაუდი

6. Canon Irista.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კორპორაცია მაიკროსოფთის შემდგომი სათამაშო კონსოლი კოდური სახელით პროექტი სკორპიო, ძალზე კონკურენტუნარიანი იქნება და სონის სათამაშო კონსოლს Playstation 4-ს გავრცელებული ინფორმაციით აჯობებს კიდეც, საუბარია 6 ტერაფლოპ გრაფიკულ წარმადობაზე, რაც Radeon RX 480-ს უტოლდება, რაც სკორპიოს სათამაშო კონსოლებს შორის ყველაზე მძლავრს გახდის და ამჟამად ლიდერ PS4 Pro-ზე ნახევარჯერ მეტი მწარმოებლურობა ექნება, 4K გამოსახულებით. სათამაშო კონსოლს გამოფენა E3-ზე 11 ივნისს წარმოადგენენ, სავარაუდო ფასი 500-600$ იქნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ინდურმა ავტომწარმოებელმა ტატა მოტორსმა ტექნოლოგიურ თანამშრომლობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი კომპანია მაიკროსოფთის შიდა დანაყოფთან. სტრატეგიული პარტნიორები ვალდებულნი იქნებიან გამოიყენონ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიღწევები, რათა ავტომობილის მართვა უფრო ინდივიდუალური გახადონ. პირველი სატრანსპორტო საშუალებების ჩვენება, სადაც ტატა მოტორსის და მაიკროსოფთის საერთო საავტომობილო სამართავი პროცესის ტექნოლოგია იქნება დანერგილი ჟენევას საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე მოხდება 7 მარტს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

როდესაც Microsoft-მა პირველად 2 წლის წინ HoloLens წარმოადგინა არ იყო აშკარა, კომპანია კონცეპტზე მუშაობდა თუ პროდუქტზე რომელსაც თავისი ნიშა ექნებოდა და აუგმენტირებული რეალობა ახალი დიდი რამ გახდებოდა მომხმარებელთა ბაზარზე. HoloLens-ის პირველი გამოშვება დეველოპერებისთვის იყო დაგეგმილი და 3000 დოლარი ღირდა გარანტიის გარეშე. ალექს კიპმენმა HoloLens-ის შემქმნელმა თქვა, რომ Microsoft-ს დიდი სამომავლო გეგმები აქვს მისი პლათფორმისთვის. ვირტუალური რეალობა იძლევა შესაძლებლობას აღვითქვათ კონკრეტული თამაში თუ აპლიკაცია განსხვავებულად.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Microsoft-მა შეწყვიტა პლანშეტური კომპიუტერის Surface 3-ის გაყიდვა. კომპანიამ ყურადღება გადაიტანა Surface Pro 4-სა და Surface Book-ის მოწყობილობებზე. წელს ასევე ველით რამდენიმე ახალ პლანშეტურ მოწყობილობას Microsoft-ისგან. შეგახსენებთ, რომ კომპანიამ Surface 3 2015 წლის მარტში წარმოგვიდგინა, რომელიც Pro 3-ის უფრო ხელმისაწვდომი, ბიუჯეტური ვერსია იყო, 10,8 დიუმიანი ეკრანით 1920×1080 ეკრანის პიქსელების გაფართოებით, Intel Atom x7 (cherry Trail) 2,4 გეგაჰერცი სიხშირის პროცესორით 4 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, ანონსისას იყო ყველაზე თხელი და მჩატე პლანშეტი 8,7მმ სისქის და 622 გრამი წონის, ასევე იყო პირველი სრულყოფილი Windows 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მაიკროსოფთის პლანშეტი.