ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

მოწყობილობები დაძველებასთან ერთად ნელდებიან 3 წლის ლეპტოპს ვერ ექნება იგივე წარმადობა, როგორიც ჰქონდა პირველ დღეს. რა ფაქტორები იწვევს გარდაუვალ შენელებას? განიცდის თუ არა თქვენი მოწყობილობა ცვეთას? პრობლემა ცვალებადია მოწყობილობებში, იმავე მოდელის მოწყობილობაშიც კი, ორივე მხარე შეიძლება აღმოჩნდეს ტანჯულის როლში როგორც პროგრამული ასევე აპარატურული. პროგრამული შენელება ხდება ოპერაციული სისტემის განახლების შემდეგ ზოგადად მოიცავს უფრო მძლავრ ფუნქციებს და მძლავრ აპლიკაციებს, ასევე შესაძლებელია ძველი კოდის გადახედვა არ მოხდეს, რის შედეგადაც თქვენს მოწყობილობას უწევს უფრო ძლიერ მუშაობა იგივე შედეგის მისაღწევად. დეველოპერები ანახლებენ კოდს და ახალი აპარატურა დამატებით ფუნქციებს იღებს, თქვენი აპარატურა კი უცვლელი რჩება. ამის გარდა ვირუსები და სხვა შპიონური პროგრამებიც შეიძლება ანელდებდნენ თქვენს მოწყობილობას. აპარატურული შენელება ხდება პროგრამებით მოწყობილობის გადაჭედვით და აპლიკაციების გართულებით, ხოლო მოწყობილობა იგივე რჩება და ისიც განიცდის გარკვეულ ცვეთას. ბატარეა ლეპტოპში ან სმარტფონში განიცდის დეგრადირებას დროთა განმავლობაში, სწორედ ამიტომ აქვს ყველა მოწყობილობას ბატარეის გამოყენების წესები, მაგრამ ამან პირდაპირი გავლენა წარმადობაზე არ უნდა იქონიოს, რადგანაც პირდაპირ პროცესორის შენელებას არ გამოიწვევს, თუ ეს თავად განახლებებით არ განხორციელდა, როგორც ეფლმა ბატარეების დეგრადაციის მიზნით ძველ სმარტფონებში წარმადობა შეამცირა უსაფრთხოების მიზნით. მექანიკური მყარი დისკებიც განიცდიან ცვეთას. დაიმახსოვრეთ თქვენ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობთ და მოწყობილობის შენელებაზე გართულებული ყურადღების გადატანა არ არის საჭირო.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გამომცემლობა DigiTimes გვატყობინებს, რომ კომპანიები Asustek და Micro-Star International (MSI) 2016 წელს ყველაზე წარმატებული ბრენდები გახდნენ სათამაშო ნოუთბუქებს შორის. პირველი ადგილი Asustek-მა დაიკავა 1,2 მილიონი ერთეულით, ხოლო მეორეზე MSI გავიდა 850 ათასი ნოუთბუქის ერთეულით. საერთო მიწოდება სათამაშო (გეიმერული) ნოუთბუქების შარშან 4,5 მილიონი ერთეული იყო. სათამაშო ნოუთბუქების ფასი 1000$-დან იწყება, მაგრამ ბევრმა ბრენდმა როგორებიცაა: Asustek, MSI, Lenovo და HP წარმოადგინეს ჩინეთში სხვადასხვა სათამაშო ნოუთბუქები 800-დან 1000 დოლარამდე ღირებულების. Asus და MSI გეგმავენ სათამაშო ნოუთბუქების მიწოდების გაზრდას 10-15%-ით.