ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

2017 წელი კარგი იყო ყველა მხრივ. სამსუნგმა გამოასწორა ნოუთ სერიის სიტუაცია, ეფლმა წარმოადგინა ჩარჩოს გარეშე აიფონი, მაგრამ იყო მომენტები რომლის გახსენებაც არ გვსურს. მოდით ვისაუბროთ 2017 წლის იმედგაცრუებებზე.

ჩვენ აღარ გვაქვს 2000 წლის დასაწყისიდან წარმოდგენილი ცნობილი ფლეიერი iPod

ახლა გაყიდვაში არის მხოლოდ iPod Touch რომელიც დიდი ხანია არ განახლებულა, ამით ეფლი გვეუბნება, რომ აიპოდის ყოდვას აზრი აღარ აქვს.

დავემშვიდობეთ ყურის ბუდეს

ეფლთან ერთად აუდიოპორტზე უარი თქვეს სხვა მწარმოებლებმაც, 2017 წელს მათმა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ირონიულია, მაგრამ გუგლმაც უარი თქვა აუდიო ბუდეზე, რომლის არ ქონის გამო აქამდე ეფლს ტროლავდა.

ალტერნატივად გვრჩება ბლუთუზის ყურსასმენები, რომლებიც პერიოდულად უნდა დავტენოთ, ანავირჩიოთ კაბელიაი მოდელები Lightning/USB Type-C პორტებზე, მაგრამ კვლავ არის პრემიუმ დონის აუდიო ბუდის მქონე სმარტფონები, როგორიცაა: Samsung Galaxy S8 და OnePlus 5. 2018 წელს სავარაუდოდ მოგვიწევს დავჯერდეთ გარდაუვალს.

VR: აქვს მომავალი, მაგრამ არა რეალური

VR ჩაფხუტები, რომლებიც მასიურად არის გაყიდვაში და მათ უნდა შეეცვალათ მიდგომა გართობის მიმართ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. შექანების ეფექტიმ განსაკუთრებული გრაფიკა, თამაშების მცირე რაოდენობა, მაღალი მონაცემების საჭირო მოწყობილობის მოთხოვნები, კილომეტრიანი კაბელები – ასეთი სახის VR ჩაფხუტები არავის არ სჭირდება

Essential Phone როგორც ნივთი მასში

ენდი რუბინი წავიდა გუგლიდან რათა იდეალური სმარტფონი შეექმნა. ასე შეიქმნა Essential, რომლის განსაკუთრებულებებია: ჩარჩოს გარეშე ეკრანი წინა კამერის ჭრილით, მოდულარული დიზაინი, კარგი მონაცემები, სუფთა ანდროიდის, საერთო ჯამში ჟღერდა კარგად, მაგრამ ხალხი უფრო დაინტერესებული იყო: iPhone X, Samsung Galaxy S8 და Pixel 2-ით.

მოწყობილობა შეიძინა მხოლოდ 50 000 ადამანმა, რაც რუბინის მიერ ნავარაუდებზე გაცილებით ნაკლებია. ფასის კლებამ მოწყობილობის პოპულარობა არ გაზარდა. საერთო ჯამში Essential Phone დარჩა ეკსპერიმენტალური სმარტფონი ორიგინალური დიზაინი, რომელიც მოეწონა მხოლოდ ვიწრო აუდიტორიას.

Light L16: წარუმატებელი ფოტოგრაფიის რევოლუცია

ამ უჩვეულო კამერის ბედს აკვირდებოდა ბევრი ფოტოგრაფი და ენთუზიასტი. Light L16 გვპირდებოდა რევოლუციას ფოტოგრაფიაში, როგორც ადრე კომპანია Lytro. აქ საუბარი იყო სიღრმის ველის პარამეტრების შეცვლაზე გადაღების შემდეგ, სხვადასხვა სენსორებით და 16 ობიექტივის გამოყენები.

1700$-ის ღირებულების 52 მეგაპიქსელიანმა მოწყობილობამ ჟურნალისტებისგან და პირველი მიმომხილველებისგან მიიღო ცუდი შეფასება, თანხმდებოდნენ იმაზე, რომ პროფესიონალური გადაღებისთვის ეს მოწყობილობა არ ივარგებდა.

Juicero: ყველა სტარტაფისთვის მაგალითი

2017 წლის ყველაზე სასაცილო ისტორია შეემთხვა წვენის საწურს, რომელიც ამზადებდა წვენს არა ახალი ხილისგან, არამედ სპეციალური პაკეტური კარტრიჯებიდან. ინოვაციური გადჯეტი Juciero ღირდა 699 დოლარი, შემდგომ კი გაიაფდა 399 დოლარამდე. ინვესტორებმა ამ პროექტში ჩადეს 120 მილიონი დოლარი, აღმოჩნდა რომ მოწყობილობის პაკეტიდან წვენის გამოწურვა შეიძლება ხელით, მათში უკვე იყო მზა წვენი, წვენის საწური კი უბრალოდ წურავდა წვენს პაკეტიდან და ამოწმებდა ვადას პროდუქტის. მომხმარებლებმა დააბრუნეს მოწყობილობა უკან მოითხოვეს ანაზღაურება, ხოლო კომპანია Juciero-ს კი მოუწია თანხების დაბრუნება და პროექტის დახურვა.

Google Pixel 2-ის და სხვა ფლაგმანების წარუმატებლობები

გუგლის უახლესი სმარტფონები აღმოჩნდნენ ძალზე პრობლემატურები. Pixel 2-სა და Pixel 2 XL-ის ოწყობილობებს ეწვებოდათ ეკრანები, თვითგადატვირთვები, კამერის პრობლემები, დინამიკები ხმაურობდნენ და სხვა. გუგლმა აღიარა ეს შეცდმები და შეძლებისდავარად მოაგვარა ისინი.

სხვა მწარმოებლებიც ეცადენ. წლის ბოლოს ეფლმა ჩეამცირა აიფონის პროცესორების სიხშირე და თავი გაიმართლა სმარტფონის აკუმულატორების დაძველებით, macOS High Sierra-ში კი დაცულობის პრობლემა აღმოჩნდა – ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო სისტემაში შესვლა ადმინისტრატორის უფლებებით სულ მცირე მანიპულაციების შემდეგ.

HomePod-ის დაყოვნება

ეფლს წელს ბევრი პრობლემები ჰქონდა ვადებთან დაკავშირებით. ჭკვიანი დინამიკი HomePod დაანონსდა ზაფხულის დასაწყისში და მისი გაყიდვა ახალ წლებამდე იგეგმებოდა. გაყიდვები გადაიდო 2018 წლის დასაწყისისვის, საწყისი ფასი იქნება 349 დოლარი და მის შეძენას შეძლებენ ჯერ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის მაცხოვრებლები. გაურკვეველია ანონსირების დაჩქარების მიზეზი, თუ გაყიდვაში გამოსვლისას ხალხს უკვე ის არ ემახსოვრება.

უაზრო ტარებადი ელექტრონიკა

ჭკვიანი ბრასლეტები საათით შეიძლება ითქვას ჩიხში არიან, რომლიდანაც გამოსავალი არ ჩანს. აშკარაა, რომ ეს მოწყობილობები ტრადიციულ ქრონომეტრულებთან ვერ კონკურირებენ, განსაკუთრებით ტოპ სეგმენტში. სპორტზე ორიენტირებული მოწყობილობები კი ყველაზე მეტად იტანჯებიან, გამოთვლების უზუსტობების გამო – გადჯეტები არასწორად ზომავენ პულსს და გადადგმულ ნაბიჯებს. შედგად 2017 წელს დაანონსდა ძალზე მცირე რაოდენობის ჭკვიანი საათი. შეიძლება ავღნიშნოთ Fitbit Ionic და Fitbit Alta HR რომლებიც 2017 წელს გამოვიდა გაყიდვაში, მაგრამ ეს ფიტნეს ტრეკერები პრემიუმ სეგმენტს მიეკუთვნება და ფასიც შესაბამისად მაღალია.

ეფლის Watch ამჟამად არის ყველაზე პოპულარული საათი მსოფლიოში და უსწრებს სხვა გადჯეტებს. აღსანიშნავია სხვა ბრენდები როგორიცაა Xiaomi და Meizu, მათ გამოუშვეს ბიუჯეტური ბრასლეტები, ასევე ASUS ZenWatch 3 კლასიკური სტილის მოწყობილობა, Samsung-ი ცდილობს განავითაროს Gear-ის პროდუქტების ხაზი, მაგრამ სერიოზული ცვლილებები ბაზარზე არ ხდება.

ამერიკის შეერთებულ შტატების ინტერნეტ ნეიტრალიტეტის გაუქმება

2017 წლის იმედგაცრუება მოხდა დეკემბერში. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა კომისიამ ქსელური ნეიტრალიტეტის პრინციპი გააუქმა. შედეგები შეიძლება იყოს ტრაგიკული. პრინციპი მოითხოვს პროვაიდერების მიერ წვდომის უზრუნველყოფას სხვადასხვა სამუშაო რესურსების ყველა საიტებზე და სერვერებზე პრიორიტეტის მინიჭების და სიჩქარის შენელების გარეშე. ახლა პროვაიდერებს აღარ ადევთ ბორკილები: მათ შეუძლიათ აიღონ დამატებითი გადასახადი კონკრეტულ რესურსიდან მაღალი სიჩქარის უზრუნველყოფისათვის. ჯერ უცნობია როგორ აისახება ეს ველაფერი მომხმარებლებზე, მაგრამ აშკარაა – არაფერი კარგს არ უნდა ველოდეთ. დაირღვა ინტერნეტის მუშაობის ფუძემდებლური პრინციპი – პრინციპი თანაბარი წვდომის უფლებისა ინფორმაციაზე.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Amazon აპირებს გამოუშვას ახალი მოწყობილობა სახლის სათვალთვალო კამერა, რომელიც სურათზე შეგიძლიათ იხილოთ. სავარაუდოდ ალექსას ხმოვანი მხარდაჭერით იმუშავებს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კორპორაცია Panasonic-მა განაცხადა მსოფლიოში პირველი ორგანული კმოპ-სენსორის გამოსახულების შექმნის შესახებ, რომელიც იმართება მგრძნობიარე ელექტრო ინფრაწითელი დიაპაზონით. Fujifilm-მა და Panasonic-მა განაცხადეს, რომ საერთო საქმიანობით შეიმუშავეს ორგანული კმოპ-სენსორი ჯერ კიდევ 2013 წელს. ეს ტექნოლოგია ითვალისწინებს ორგანული ფენის გამოყენება ფოტოელექტრული გარდაქმნისთვის კრემნირებული ფოტოდიოდის მაგივრად. ორგანული ფენა იძლევა შესაძლებლობას შემცირდეს ფართი სინათლის მიმღები მოწყობილობის სექციის. ფერადი და ინფრაწითელი დიაპაზონის გადაღების რეჟიმებია ხელმისაწვდომი და არ საჭიროებს მექანიკურ ფილტრს. ასევე იყენებს გლობალურ შათერს, რომელიც ყველა ინფორმაციას პირდაპირ კითხულობს. იძლევა ხარისხიანი გამოსახულების მიღების შესაძლებლობას ცუდი განათების პირობებშიც. ამის დახმარებით, სენსორი გამოსადეგი იქნება მანქანური ხედვისთვის და ინტელექტუალური სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

აღმოსავლეთ ევროპის ობსერვატორიის მიერ წარმოდგენილი იქნა OmegaCam, რომელიც ტელექსკომ Very Large Telescope Survey Telescope (VST)-ზე არის დამონტაჟებული, სურათებს აქვთ გაფართოება პიქსელით 49,511 დიაგონალზე 39,136 ვერტიკალზე. მას ღრმად კოსმოსში შეუძლია ხედვა და მატრიცას 256 მილიონი პიქსელის გაფართოება აქვს. ადაპტირებული ოპტიკის ძალზე რთული სისტემაა, რომელიც სარკულ ტელესკომ VST-ზე არის დაკავშირებული სურათები ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

იაპონური კომპანია Sony კამერების მოდულების წარმოებაში სმარტფონებისთვის ლიდერია, როგორც ბიუჯეტურ ისე ფლაგმანურ სმარტფონების სეგმენტში. სონიმ დაამტკიცა მისი სტატუსი ახალი მობილურის კამერის სენსორის წარმოდგენით, რომელსაც შეუძლია სურათების უფრო სწრაფად გადაღება და ვიდეოების 1000 კადრ წამში ჩაწერა. Cmos სენსორები 2 ფენისგან შედგებოდა სურათის და სქემის სენსორისგან, სიგნალების დასამუშავებლად. ახალი Cmos სენსორი სონისგან 21,2მპ მესამე ფენით გამოირჩევა, კერძოდ 1გბ ოპერატიული მეხსიერებით, რომლის დახმარებითაც სენსორს შეუძლია 19,3მპ გაფართოების კადრის 1/120 წამში გადაღება, ახლანდელები კი 1/30 წამში იღებენ, ანუ ახალი სენსორი უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს სურათების, მოძრავი ობიექტის გადაღებისას. ახალი სონის სენსორი კონკურენტებს სჯობნის ასევე შენელებული ვიდეოს გადაღებაში მას FullHD ვიდეოს გადაღება 1000 კადრით წამში შეუძლია, ახლანდელებს კი მხოლოდ 240. ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ სენსორის დემონსტრაცია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გსურდათ თქვენი სატელევიზიო მაუწყებლობის გაშვება? ვებკამერა ამაში გეხმარებათ. ერთი ამ მცირე ცალთვალა კამერის დახმარებით, რომელსაც კომპიუტერთან აკავშირებთ, თქვენ სურათების გადაცემა შეგიძლიათ თქვენი ან თქვენი სახლის მთელს მსოფლიოში. ვებკამერა ციფრული კამერის მსგავსია და მუშაობს მსგავსად, მაგრამ ციფრული კამერისგან განსხვავებით მისი მიზანია შედარებით მცირე, კომპაქტური ციფრული ფოტოების შექმნა და ატვირთვა ვებ გვერდებზე, ან გაგზავნა ინტერნეტის გამოყენებით. საკმაოდ ადვილად ჟღერს, მაგრამ როგორ მუშაობს ვებკამერები? მოდით ვნახოთ დეტალურად!

მეტის ნახვა »