ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ჯონათან ტრეიპი აშკარად დიდი ფანია პიქსარის 2009 წლის ანიმაციური ფილმის სახელად “Up / ზემოთ.” განსაკუთრებით სცენის სადაც კარლი, ახირებული 78 წლის მოხუცი კაცი, მიაბამს რამოდენიმე ასეულ ბუშტს მის სახლს და წავა ფართო საჰაერო მოგზაურობაში. ბევრმა ადამიანმა სიამოვნება მიიღო ამ სცენით. მაგრამ ტრეიპმა მისი ენთუზიაზმი შემდეგ დონემდე წაიღო, როდესაც 38 წლის მებუშტემ ხელახლა შექმნა ის ლეონის საერთაშორისო ბუშტის ფესტივალზე მექსიკაში. მიუხედავად ყურადღებისა რომელიც მან მიიქცია, ტრეიპი იძახის, რომ მისი “Up / ზემოთ” შექმნები არის მხოლოდ გახურება. ის გეგმავს, რომ ერთ დღესაც გადაკვეთოს ატლანტიკის ოკეანე მხოლოდ ჰელიუმის ბუშტებით, მაგრამ ამ ცდისთვის მან უნდა ამოთხაროს სახლი. ნაცვლად ამისა ტრეიპი შეჩერებული იქნება ორ კორპუსიან ცოცხალ გემზე. „მე ვიცურებ მაგრამ არა ოკეანეებზე““მე ვიცურებ ცებზე“ ტრეიპმა მოიპოვა ცნობილობა 2010 წელს მას შემდეგ, რაც გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც გადაკვეთა ინგლისის არხი ჰელიუმის ბუშტებით. იმ დროს ის იყო შეჩერებული სკამზე მიმაგრებული ბუშტებზე.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ვთქვათ პირდაპირ, რომ ელონ მასკს ჯერ არ დაუანონსებია ახალი საწარმოები, მაგრამ მან განაცხადა შემდფგომი: “მე ვაფუძნებ კომპანიას, რომელიც დაამზადებს კანფეტებს, და ეს იქნება შესანიშნავი”. დაამატა: “მე ძალზე სერიოზული ვარ”. “შოკოლადის ქარხანა” გახდება შემდგომი მის ამბიციურ დაწესებულებათა შორის: აეროკოსმოსური SpaceX, ელექტრომობილები Tesla, “მოსაბეზრებელი” ბორინგ (ჭაბურღილის) კომპანია, რომელიც ყიდის “მოსაბეზრებელ” კეპებსა და ცეცხლმაფრქვევს, SolarCity… თუ გავითვალისწინებთ, რომ ბორინგ კომპანიის შექმნა და ცეცხლმაფრქვევების წარმოება ასევე თვითერზე დაანონსდა, შეიძლება 100%-ით დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ამჯერად მასკი არ მოიტყუება.

თუ ეს ხუმრობა არაა, მაშინ მთავარი კითხვა შემდეგია: რატომ? და როგორ შევიტანოთ მასკის გრანდიოზულ გეგმებში “შოკოლადის ქარხანა”? რა საჭიროა ეს კანფეტები? თვითმართვადი Tesla Semi-ებით მათი ტარება, იმიტომ რომ მას ეს შეუძლია? გაუგზავნის კანფეტებს მარსის კოლონისტებს?

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Fast Company-მ გამოაქვეყნა ახალი რეიტინგები ყველაზე ინოვაციური კომპანიების, რომელთა სათავეში ამაზონია, რომელიც კიდევ უფრო მეტს, უფრო სწრაფად და უფრო ჭკვიანურად გვთავაზობს. მეორე ადგილზე საძიებო გიგანტი გუგლია, ხოლო მესამე ადგილზე ტექნოლოგიური თვითმართვადი ავტომობილების კომპანია უბერი, ეფლს კი მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგო.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

მცირე კომპანიები აგრძელებენ ინოვაციური მოწყობილობების შექმნას, პერიოდულად ქმნიათ გამაოგნებელ და საინტერესო მოწყობილობებს. Tap Systems-მა შექმნა “ჭკვიანი კასტეტი”, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ასოები დაწეროთ თითების მოძრაობით. საჭიროა კონკრეტული მოძრაობების და მათი კომბინაციის დამახსოვრება. შემქმნელებმა სასწავლად გამოუშვეს სპეციალური პროგრამა სმარტფონებისთვის, რომელსაც Tap Genius ქვია. შემქმნელები გვეუბნებიან, რომ მოწყობილობის სრულად ასათვისებლად 1 საათია საჭირო, აღიარებენ რომ ახალი ბეჭვდის მეთოდი ზოგს შეიძლება არ მოეწონოს.