ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ყოველწლიური სათამაშო გამოფება E3 აქამდე მხოლოდ შემქმნელებისთვის (დეველოპერებისთვის) და პრესისთვის იყო, მაგრამ წელს ხელმძღვანელობამ უცნაური ნაბიჯი გადადგა და პირველად E3-ის ისტორიაში გამოფენის სტუმრობა ჩვეულებრივ მოყვარულ მოთამაშეებს შეეძლებათ. 13 თებერვალს გაყიდვაში გამოვა 15 ათასი ბილეთი 150-250$-მდე ღირებულებით. ვიზიტორებს შეეძლებათ 3 დღის განმავლობაში სტენდების ნახვა, დეველოპერებთან გასაუბრება და ა.შ.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Bethesda Softworks-მა შეიმუშავა და გამოუშვა თამაში Fallout Shelter Xbox-ისა და პერსონალური კომპიუტერებისთვის. თამაში 2015 წელს iOS-სა და Android-ზე გამოვიდა. არასრულყოფილი პერსონალური კომპიუტერის ვერსია შარშგან გამოვიდა და სპეციალური ლანჩერით ირთვებოდა. ახლა უკვე სრულყოფილი Fallout Shelter-ის ვერსიაა ხელმისაწვდომი და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია Windows Store-დან, რაც შეეხება კონსოლების ვერსიას, ის გადაამუშავეს ისე, რომ კონტროლერიდან მართვა უფრო კომფორტული გახდა. შესაძლებელია კროსპლათფორმული შენახვაც, ანუ Xbox play Anywhere-ით შეიძლება დაიწყოთ თამაში და გააგრძელოთ პერსონალურ კომპიუტერზე. შეგახსენებთ, რომ Fallout Shelter არის თავშესაფრის სიმულატორი ცნობილი RPG სერიიდან Fallout, რომელშიც თქვენ თამაშობთ ზედამხედველის როლს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Titanfall 2-ის შემდეგი უფასო დანამატი სულ მალე გამოვა. ამ შემთხვევის გამო Respawn Entertainment-ის შემქმნელებმა გამოაქვეყნეს ვიდეო რგოლი, რომელშიც სიახლეების დემონსტრირებას ახდენენ.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

FlatOut-ის ახალი სერია 2015 წელს დაანონსდა, თამაში ეხება რბოლას გადარჩენაზე, მას შემდგომ კი გამომცემლობა Strategy First-მა წარმოადგინა ტრეილერი, რომლის ხილვაც შეგიძლიათ დაბლა. თამაში FlatOut 4: Total Insanity ტრეილერიდან გამომდინარე მარტში გამოვა, ვიდეოში მხოლოდ კონსოლებია ნახსენები, მაგრამ კომენტარებში დაზუსტებულია, რომ პლათფორმათა სიაში PC-ის იქნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

2 კვირის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ მობილურ თამაშს Pokemon Go-ს სულ რაღაც 110 დღე დაჭირდა 800 მილიონი დოლარის საშოვნელად, ხოლო თუ ბოლო ინფორმაციას დავუჯერებთ, რომელიც Sensor Tower-ის მიერ გამოქვეყნდა თამაშის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა iOS და Android ოპერაციულ სისტემებზე. თამაში ყველაზე წარმატებული მობილური აპლიკაციაა ისტორიაში, რისთვისაც 7 თვე დაჭირდა და აჯობა მეორე ადგილზე მყოფ Clash Royale-ს, რომელმაც იმავე პერიოდში მხოლოდ 550 მილიონი დოლარი იშოვა. ყოველდღიურად პოკემონ გო შემქმნელს დაახლოებით 2 მილიონ დოლარს აძლევს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Electronis Arts-მა Mass Effect-ის ფანები გაგვახარა თამაშის ახალი მეოთხე ნაწილის ტრეილერით, შეგახსენებთ, რომ თამაშის რელიზი PS4, Xbox One და PC-ზე 21 მარტს არის დაგეგმილი.