ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ცნობილი ბეტა ტესტური თამაში For Honor Ubisoft-ისგან 3 მილიონზე მეტმა მოთამაშემ მოითხოვა გასატესტად. საბოლოო ჯამში ბეტა ტესტის მონაწილეების რაოდენობა შეიძლება 5 მილიონიც გახდეს. თამაში 14 თებერვალს გამოვა PC, Xbox One და Playstation 4 პლათფორმებზე. დეველოპერებმა წარმოადგინეს სარეკლამო თრეილერი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

თამაშ Torment: Tides of Numenera-ს რელიზამდე რამდენიმე კვირა დარჩა და მოთამაშეების სიუჟეტთან გასაცნობად, შემქმნელებმა inXile Entertainment-იდან გამოაქვეყნეს ახალი ტრეილერი. როლიკში გვიყვებიან შეცვლილი ღმერთის პრეისტორიას, ადამიანის, რომელმაც ძველი ტექნოლოგიების დახმარებით იპოვა გზა უკვდავების და სხეულიდან სხეულში გადასვლა შეუძლია, უთვალავი ცხოვრების განვლა. ტრეილერში ასახულია მოვლენები ჩვენი გმირის გაჩენიდან, მას შემდეგ რაც ამ ღმერთმა ისწავლა სხეულის შექმნა და მათში გონების გადატანა. მისი ყველა სხეული არ დაიღუპა, აგრძელებდნენ სიცოცხლეს. რამაც გამოიწვია ძველი საშიში არსებების გამოღვიძება, რომლის მიზანია ბალანსის დაჭერა. გადაწყვეტილი აქვს დამნაშავის დასჯა და მისი წინა ცხოვრების სხეულების, ზუსტად ამ მომენტში იბადება ჩვენი გმირი. მისი მიზანი გახდება იპოვოს ჭეშმარიტება მის და მის მიზნის შესახებ, რომლის შესასრულებლადაც გაჩნდა ამ სამყაროში. Torment: Tides of Numenera-ს რელიზი 28 თებერვალს მოხდება, ახლა შესაძლებელია წინასწარ სთიმით ყიდვა თამაშის. თამაში შესაძლებელი იქნება Windows, Linux და macOS-ზე ასევე ps4-სა და xbox one-ზე.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

3D თავსატეხი კომპანია Ugears-ისგან არის მხოლოდ სთართაფი , რომელიც ხის კონსტრუქციების გამოცემითაა დაკავებული, არავითარი წებო ან ლურსმანი, თქვენ იღებთ ყუთს რამდენიმე ფენა ფანერით, რომელშიც გამოჭრილია დეტალები ლაზერის მიერ, ინსტრუქციის მიმდევრობით გამოგაქვთ დეტალები და აწყობთ კონსტრუქციას. ერთადერთი სამაგრი ელემენტი არის კბილის საჩიჩქნი და ხანდახან რეზინები, კუპიურების მსგავსი რეზინები. პროექტი 20 000 მაგივრად ქიქსთართერზე 400 000 დოლარი მოაგროვა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ყოველწლიური სათამაშო გამოფება E3 აქამდე მხოლოდ შემქმნელებისთვის (დეველოპერებისთვის) და პრესისთვის იყო, მაგრამ წელს ხელმძღვანელობამ უცნაური ნაბიჯი გადადგა და პირველად E3-ის ისტორიაში გამოფენის სტუმრობა ჩვეულებრივ მოყვარულ მოთამაშეებს შეეძლებათ. 13 თებერვალს გაყიდვაში გამოვა 15 ათასი ბილეთი 150-250$-მდე ღირებულებით. ვიზიტორებს შეეძლებათ 3 დღის განმავლობაში სტენდების ნახვა, დეველოპერებთან გასაუბრება და ა.შ.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Bethesda Softworks-მა შეიმუშავა და გამოუშვა თამაში Fallout Shelter Xbox-ისა და პერსონალური კომპიუტერებისთვის. თამაში 2015 წელს iOS-სა და Android-ზე გამოვიდა. არასრულყოფილი პერსონალური კომპიუტერის ვერსია შარშგან გამოვიდა და სპეციალური ლანჩერით ირთვებოდა. ახლა უკვე სრულყოფილი Fallout Shelter-ის ვერსიაა ხელმისაწვდომი და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია Windows Store-დან, რაც შეეხება კონსოლების ვერსიას, ის გადაამუშავეს ისე, რომ კონტროლერიდან მართვა უფრო კომფორტული გახდა. შესაძლებელია კროსპლათფორმული შენახვაც, ანუ Xbox play Anywhere-ით შეიძლება დაიწყოთ თამაში და გააგრძელოთ პერსონალურ კომპიუტერზე. შეგახსენებთ, რომ Fallout Shelter არის თავშესაფრის სიმულატორი ცნობილი RPG სერიიდან Fallout, რომელშიც თქვენ თამაშობთ ზედამხედველის როლს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Titanfall 2-ის შემდეგი უფასო დანამატი სულ მალე გამოვა. ამ შემთხვევის გამო Respawn Entertainment-ის შემქმნელებმა გამოაქვეყნეს ვიდეო რგოლი, რომელშიც სიახლეების დემონსტრირებას ახდენენ.