ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

TellTale-სთვის, მოსიარულე მკვდრების თამაშის სერიები წამყვანი იყო. ასევე თამაში მგელი ჩვენს ირგვლივ წარმატებული იყო, მაგრამ მოსიარულე მკვდრების წარმატების რეპლიკას ვერ გააკეთებდა. მათ განაცხადეს, რომ კლემენტაინის ისტორია იქნება ფინალური. ყველაფერი დაიწყო კლემენტაინით, რომელიც ხელშეუხებელი სიბოლო იყო სერიების. მასსა და ლის შორის ურთიერთობა განსაკუთრებული იყო, რაც იშვიათია თამაშებში. შემდეგ კლემი გარკვეული პერიოდით მოშორებით იყო მისგან, მაგრამ ბოლო თამაშის ნაწილში ის კვლავ დაბრუნდა მკაცრი ხასიათით. რჩება მხოლოდ ორი კითხვა. როგორ დაასრულებენ კლემენტაინს? იქნება თუ არა ფინალური სეზონი ტელთაილის ფრანშიზის დასასრული? პირველი ეპიზოდი ფინალური სეზონის სავარაუდოდ გამოვა წელს. რას პირქობთ? ნანობთ სერიების დასასრულს? დაკსვნის გამოტანის დროა? გააკეთებენ თუ არა მოსიარულე მკვდრების სხვა თამაშებს? დატოვეთ კომენტარი!

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპიუტერული თამაშები არ ხდიან ადამიანებს ძალადობისკენ მიდრეკილებს. ასეთი დასკვნა გამოიტანეს ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა Entertainment Computing-ის ჟურნალის სტატიაში. 20 წელზე მეტია კითხვის განხილვა მიმდინარეობს სარგებელსა და ზიანზე კომპიუტერული თამაშების, მათ გავლენაზე ბავშვების და მოზარდთა ქცევაზე, ასევე გონების მუშაობაზე მეცნიერების, პოლიტიკოსების, მშობლების და სხვა საჯარო პირების მიერ.

ამ თემას ნეიროფიზიკოსებიც განიხილავენ, მათ დასკვნა გამოიტანეს, რომ ზოგიერთი თამაშის ტიპები ნამდვილად ახდენენ დადებით ზეგავლენას ტვინის ზოგიერთი ნაწილების მუშაობაზე, რომლებიც რეაქციაზე და მეხსიერებაზე აგებენ პასუხს, ხოლო სხვა ტიპის თამაშები კი ამცირებენ ამ ნაწილებს ზომაში.

 

ზოგიერთი კვლევა თვლის, რომ კომპიუტერულ თამაშებს შეუძლიათ გამოიწვიონ ნამდვილი დამოკიდებულება კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფში, ისეთი ძლიერი, რომ გაუტოლდება ნარკოდამოკიდებულებას. სხვების აზრით რეალურობის მაღალი დონე და თავისუფლება თამაშებში ისეთ დონემდე მივიდა, რომ ხვდებიან მასში ძალადობას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია რეალურ სამყაროში გადაიტანონ.

დევიდ ზენდლმა და მისმა კოლეგემა იორკსკის უნივერსიტეტიდან გადაწყვიტეს ეს შეემოწმათ, ექსპერიმენტის ორგანიზებით, რომელშიც რამდენიმე ათეულმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის იყვნენ, როგორც მოყვარულები კომპიუტერული თააშების, ასევე ხალხი რომელიც მოშორებული იყო ასეთ საქმიანობას.

 

ექსპერიმენტისთვის მკვლევარება შეიმუშავეს ორი მსგავსი, მაგრამ შემადგენლობით განსხვავებული თამაში. ერთში მოთამაშეებს სთავაზობენ მართონ ავტომბილი ავტობანზე და უნდა სცადონ დაჯახების თავიდან აცილება, ხოლო მეორეში იღებენ თაგვის როლს, როლის დაჭერასაც კატა სცდილობს.

მკვლევარები ყოველი სეანსის შემდეგ თამაშში მონაწილეებს აჩვენებდნენ ფოტოების კრებულს, სადაც გამოსახულნი იყვნენ სხვადასხვა ნივთები, ცხოველები, ადამიანები და თხოვდნენ მათ განელაგებინათ ისინი კატეგორიების მიხედვით.

დროის, რეაქციის და ფიქრის გამოთვლებმა აჩვენა, რომ მოხალისეები მანქანისა და თაგვის სურათებზე იმავე სიჩქარით და ყურადღებით რეაგირებდნენ, როგორც სხვა სურათებზე, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ თამაშები არ ცვლიან ადამიანების ფსიქიკას.

 

მეცნიერ ზენდლის აზრით კომპიუტერული თამაშების ჰობის ფსიქოლოგიური საშიშროება ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერულად.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

2017 წელი გამოირჩეოდა კარგი თამაშების მხრივ ზაფხულში მივიღეთ ზვავი თამაშებისა: Tekken 7, Crash Bandicoot N. Sane Trilogy, DiRT 4, Get Even და Dead By Daylight ივნისში, ხოლო ივლისში Splatoon 2 და Pyre. აგვისტოში კი ძალიან ბევრი პროექტი მივიღეთ: Tacoma, LawBreakers, Hellblade: Senua’s Sacrifice, Agents of Mayhem, Sonic Mania, Observer, Uncharted: The Lost Legacy, Absolver, Mario + Rabbits Kingdom Battle, პირველი ეპიზოდი Life is Strange: Before the Storm. ეს კი მხოლოდ ერთ სეზონზე წლის.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

როგორც Eurogamer იტყობინება Valve-ის პრეზიდენტმა არასასარგებლო თანამშრომლობა App Store-ის ადმინისტრატორებთან გააკრიტიკა. ნიუველმა შეგვატყობინა, რომ ეფლი ნეგატიურ გავლენას ახდენდა iOS ოპერაციულ სისტემაზე გამოსულ თამაშებზე. Steam-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ხანდახან საჭირო იყო აპლიკაციების განახლება დღეში 6-ჯერ, ხოლო iOS-ზე Steam-ის გამოსვლის შემდეგ უკვე გამოსული განახლებების განთავსებას ნახევარ წელზე მეტს ვანდომებდით, ამასთან ერთად App Store-ის ადმინისტრაცია მიზეზებსაც არ გვეუბნებოდა დაყოვნების. გეიბ ნიუველმა აღნიშნა, რომ ის და მისი კოლეგები ალბათ ძალზე სულელები არიან და ვერ გახდებიან წარმატებული დეველოპერები iOS-ზე, რადგანაც სხვა დეველოპერებს უადვილებენ ცხოვრებას Apple-ის თანამშრომლებისგან განსხვავებით.

 

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ყოველწლიური სათამაშო გამოფება E3 აქამდე მხოლოდ შემქმნელებისთვის (დეველოპერებისთვის) და პრესისთვის იყო, მაგრამ წელს ხელმძღვანელობამ უცნაური ნაბიჯი გადადგა და პირველად E3-ის ისტორიაში გამოფენის სტუმრობა ჩვეულებრივ მოყვარულ მოთამაშეებს შეეძლებათ. 13 თებერვალს გაყიდვაში გამოვა 15 ათასი ბილეთი 150-250$-მდე ღირებულებით. ვიზიტორებს შეეძლებათ 3 დღის განმავლობაში სტენდების ნახვა, დეველოპერებთან გასაუბრება და ა.შ.