ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ზუსტად 20 წლის წინ Comdex 1998-ზე ბილ გეიტსი მომხმარებლებისთვის Windows 98-ის ოპერაციული სისტემის მიყიდვას ცდილობდა, რათა ჩაენაცვლებინად წინა ოპერაციული სისტემა Windows 95, მაგრამ როდესაც მომუშავემ წარმოადგინა Plug-and-play მოწყობილობის მხარდაჭერა სკანერის დაკავშირებით, მისი კომპიუტერი აციმციმდა სამარცხვინო ლურჯი სიკვდილის ეკრანით და გაითიშა. ამას მოყვა გეიტსის კომენტარი “ალბათ ამიტომ ჯერ არ ვაგზავნით Windows 98-ს”.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

სულ რაღაც 2 თვეში ანუ 2017 წლის 11 აპრილს შეჩერდება ოპერაციული სისტემის ვინდოუს ვისტას ფართო მხარდაჭერა, რომლის გამოშვება მაიკროსოფთის მიერ კრახი იყო. პლათფორმა ვინდოუს ვისტა 2007 წლის 30 იანვარს გახდა ხელმისაწვდომი, ძირითადი მხარდაჭერა ჯერ კიდევ 2012 წლის აპრილში შეჩერდა, ხოლო ახლა კი სამუდამოდ მოხდება მხარდაჭერის შეჩერება ამ პლათფორმისთვის. ავტომატური განახლება, შესწორებები, ტექნიკური დახმარება ეს ყველაფერი შეჩერდება და ოპერაციული სისტემა ვირუსების და სხვა შპიონი პროგრამების სამიზნე გახდება. მსოფლიო ბაზარზე ვინდოუს ვისტას წილი პერსონალურ კომპიუტერებს შორის სულ რაღაც 0,84%-ია, შედარებისთვის უფრო ძველი Windows XP იკავებს ბაზრის 9,17%-ს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Bethesda Softworks-მა შეიმუშავა და გამოუშვა თამაში Fallout Shelter Xbox-ისა და პერსონალური კომპიუტერებისთვის. თამაში 2015 წელს iOS-სა და Android-ზე გამოვიდა. არასრულყოფილი პერსონალური კომპიუტერის ვერსია შარშგან გამოვიდა და სპეციალური ლანჩერით ირთვებოდა. ახლა უკვე სრულყოფილი Fallout Shelter-ის ვერსიაა ხელმისაწვდომი და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია Windows Store-დან, რაც შეეხება კონსოლების ვერსიას, ის გადაამუშავეს ისე, რომ კონტროლერიდან მართვა უფრო კომფორტული გახდა. შესაძლებელია კროსპლათფორმული შენახვაც, ანუ Xbox play Anywhere-ით შეიძლება დაიწყოთ თამაში და გააგრძელოთ პერსონალურ კომპიუტერზე. შეგახსენებთ, რომ Fallout Shelter არის თავშესაფრის სიმულატორი ცნობილი RPG სერიიდან Fallout, რომელშიც თქვენ თამაშობთ ზედამხედველის როლს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

წინა კვირას ჭორები გავრცელდა, რომ კომპანია Microsoft ახალი Windows 10-ის ვერსიაზე მუშაობდა Windows 10 Cloud. ახლა კი პირველი სურათები გვაქ Windows Cloud-ის, სადაც ჩანს, რომ ის Windows 10-ის მსგავსად გამოიყურება, წყარო იტყობინება, რომ ეს უბრალოდ Windows 10-ის მჩატე ვერსიაა, რომელიც მხოლოდ უნივერსალურ აპლიკაციებს უშვებს. ოპერაციული სისტემა Chrome OS-ის კონკურენტი იქნება, მისი ანონსი დაგეგმილია 2017 წლის აპრილში.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

2017 წლის 1 მარტიდან Skype-ის ძველი ვერსიები შეწყვეტენ მუშაობას ვინდოუსისა და მაკის ოპერაციულ სისტემებზე. შემქმნელების თქმით ასეთი ნაბიჯები აუცილებელია, რათა მომხმარებლებმა განაახლონ ძველი ოპერაციული სისტემები, რითიც გაზრდიან ხარისხს და კავშირის უსაფრთხოებას.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გერმანულმა კომპანია Dirror-მა დაიწყო ერთსახელიანი მოწყობილობების ხაზის გაყიდვა, რომლებიც წარმოადგენენ ჰიბრიდს კედლის სარკესა და პლანშეტს შორის, მუშაობენ Windows 10-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე. ჭკვიანი სარკეები გამოდის 3 სხვადასხვა ვერსიაში. Dirror S 10,1 დიუმიანი 1280×800 პიქსელის გაფართოების ეკრანით 970 ევრო, Dirror M 23 დიუმიანი Full HD დისკპლეი 1870 ევრო და ყველაზე ძვირადღირებული Dirror L 27 დიუმიანი Full HD ან WQHD ეკრანით 2070 ევრო ან 2470 ევრო.