ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ჭორებს თუ დავუჯერებთ ახალი iPhone 8 აღჭურვილი იქნება სახის ამომცნობი განსაკუთრებული ფუნქციით, ზუსტად დროში სახის ამოცნობის შესაძლებლობით, რომელიც თითის ანაბეჭდს ჩაანაცვლებს. Realface ფუნქცია სახეს 99.67% სიზუსტით აღიქვამს. ვიდეოზე იხილეთ დემო.

 

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ანალიტიკურმა კომპანია გარტნერმა გამოაქვეყნა კომპანია ბლექბერის წილი სმარტფონების ბაზარზე დამრგვალებით 0,0%-ია. 4-ე კვარტალში შარშან ბლექბერიმ 207 ათასი სმარტფონი გაყიდა. 2007 წელს პირველი iPhone-ის ბაზარზე გამოჩენის დროს ბლექბერის წილი სმარტფონების ბაზარზე 9,6%-ს შეადგენდა, ხოლო შემდგომი წლების განმავლობაში 2008 წელს 16,6% და 2009 წელს 19,9% შეადგინა და შემდგომ დაიწყო ვარდნა. დღეს ანდროიდი და iOS იკავებენ ამ ბაზრის წილის 99,6%-ს, ანდროიდ ეკუთვნის ბაზრის 81,7%, ხოლო ვინდოუსს 0,3%.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

როგორც ცნობილია წელს ველით 3 მოდელს ეფლის აიფონის სმარტფონის შემდეგი თაობის სერიებიდან. პირველს ვარაუდობენ 4,7 დიუმიანს, მეორეს 5,5 დიუმიანს და მესამეს კი 5,8 დიუმიანს. ყველაფერი კი აქამდე გავრცელებულ ჭორებს ამტკიცებს, რომ უფროსი მოდელი უჟანგავი მეტალისგან იქნება და გორილა გლესის მსგავსი მყარი ეკრანისგან იქნება დამზადებული. უმცროსი მოდელი კი ალუმინის შენადნობის იქნება, უცნობია 5,5 დიუმიანი მოდელის კორპუსის მატერიალი, კორპუსის დეტალები მეტალის და შუშის იქნება კომპანია ფექსკონ ტექნოლოჯისგან და ჯებილ სირქითისგან, ალუმინის კორპუსები ქეთჩერ ტექნოლოჯისგან იქნება მიწოდებული.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Fast Company-მ გამოაქვეყნა ახალი რეიტინგები ყველაზე ინოვაციური კომპანიების, რომელთა სათავეში ამაზონია, რომელიც კიდევ უფრო მეტს, უფრო სწრაფად და უფრო ჭკვიანურად გვთავაზობს. მეორე ადგილზე საძიებო გიგანტი გუგლია, ხოლო მესამე ადგილზე ტექნოლოგიური თვითმართვადი ავტომობილების კომპანია უბერი, ეფლს კი მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგო.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Samsung Display-იმ გააფორმა ახალი კონტრაქტი ეფლთან 60 მილიონ ოლედ ეკრანის მიწოდებასთან დაკავშირებით ჯამური ღირებულებით $4,3 მილიარდი, ეკრანები შემდეგი თაობის აიფონისთვის იქნება განკუთვნილი.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ოდესღაც კომპიუტერში რაიმეს გასაკეთებლად საჭრო იყო ბარათების გამოყენება. მას შემდგომ ცვლილებები აშკარაა, ახლა ჩვენ უბრალოთ ვუთითებთ კომპიუტერს მაუსით ან საუბრით ბრძანებებით. ყველაზე ადვილს კი ამ ყველაფერს რევოლუციური თაჩსქრინი ანუ სენსორული ეკრანები გახდის. ეფლის სმარტფონები, ელექტრონული წიგნის რიდერები და მუსიკალური ფლეიერები უკვე ჩვეულებრივ შეხების კონტროლით მუშაობენ და კომპიუტერებიც იწყებენ ამ ტექნოლოგიის ათვისებას. თაჩსქრინები 9სენსორები) ადვილი გამოსაყენებელია, მაგრამ როგორ მუშაობენ თაჩსქრინები? მოდით ვნახოთ დეტალურად!

მეტის ნახვა »