ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

კომპანია Atieva წარმატებით ქმნიდა აკუმულატორებს ელექტრომობილებისთვის, შემდგომ კი წარმოადგინა ელექტრო ფურგონი Edna, რომელმაც აჯობა Tesla Model S-ის და სხვა ელექტრო ავტომობილების ბრენდებს. ფურგონის სახელი კომპანიამ შეცვალა Lucid Motors-ით და ახალი ელექტრო ავტომობილის წარმოება დაიწყო, რომელიც ლოს-ანჯელესის გამოფენაზე წარმოადგინეს Lucid Air სახელი მისი 0-დან 100-მდე 2,5 წამში აჩქარების გამო შეირჩა, შეუძლია 1 დატენვით 650 კილომეტრის გავლა. Lucid Air გაყიდვების დაწყებას 2019 წლისთვის აპირებს და საბაზისო პაკეტის ავტომობილის ღირებულება 160 000 დოლარი იქნება.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

დღეს ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებზე ბაზრის მხოლოდ 4% მოდის, მაგრამ 2023 წლისთვის მათი წილი 3-ჯერ გაიზრდება. კომპანია ტოიოტამ შეგვატყობინა, რომ მან 10 მილიონზე მეტი ჰიბრიდული ავტომობილი გაყიდა, რისთვისაც დაახლოებით 20 წელი დაჭირდა. 1997 წელს მიკროავტობუსი Coaster Hybrid EV გამოუშვა, იმავე წელს ვიხილეთ გაყიდვაში Prius, რომელიც ამერიკის ბაზარზე 2000 წლიდან იყიდებოდა. კომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ წელს ტოიოტას ავტომობილების გაყიდვების 10% ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოდის, ამერიკაში 3 მილიონი ჰიბრიდული ავტომობილი გაიყიდა, მაგრამ უმსხვილესი ბაზარი მაინც ტოიოტასთვის იაპონიაა. ტოიოტას ჰიბრიდებმა ატმოსფეროში 77 მილიონი ტონით ნაკლები ნახშიროჟანგი გამოაფრქვია, რაც ტრადიციულ ავტომობილთან შედარებით დაახლოებით 30 მილიარდი ლიტრი ბენზინია. საერთო ჯამში კომპანია ტოიოტა და ლექსუსი ყიდის 33 ჰიბრიდულ მოდელს 90 ქვეყანაში.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Toyota-მ Automotive World 2017-ზე წარმოადგიბნა კონცეპტი 300 კილოგრამიანი ელექტრომობილის, რომელსაც 100 კილომეტრ საათამდე შეუძლია აჩქარება და ამასთან ერთად მხოლოდ 3 ბორბალი აქვს. პირველი პროტოტიპი ჯერ კიდევ 2016 წელს იქნა ნაჩვენები, ახლა ძრავი გაცილებით ძლიერია ავტომობილის ზომები 260 130 სანტიმეტრზეა, ორადგილიანი 2 წინა და ერთი უკანა მავალი საბურავით. 11,7 კილოვატი სიმძლავრის ძრავით 840 ლითიუმის იონის 10 კილოვატი საათში ბატარეა, რაც ჯამში 160 კილომეტრის გავლის საშუალებას მოგვცემს.

 

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Hyundai-მ მისი ბატარეების გარანტია სამუდამო გახადა მათ შორის Ioniq ავტომობილის სერიებზეც. გარანტია ყველა მწვანე ავტომობილს ეხება ჰიუნდაის, იონიქ ჰიბრიდი, იონიქ ელექტრიკი და იონიქ პლაგინ ჰიბრიდი. თუ ბატარეის პაკეტი გაფუჭდება ჰიუნდაი უფასოდ შეცვლის მას, მათ შორის გადამუშავების თანხებსაც თავად გაიღებს.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

სატრანზიტო ავტომობილების წილში ელექტროს ბაზრის მხოლოდ 1% უკავია, მაგრამ ყველაზე მზარდი საწვავის წყაროა და ძალზე კონკურენტულიც. ელექტრო ავტობუსების მწარმოებელი Proterra წარმოებას ზრდის და ამტკიცებს, რომ ელექტრო ავტობუსები უფრო იაფია ვიდრე CNG და დიზელი, პრეზიდენტი რაიან ფოფლი ვარაუდობს, რომ ბაზრის დომინირებას შეძლებს 10 წელიწადში. მისი ვარაუდით ტრანზიტი სრულად ელექტრული იქნება 2013 წლამდე.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ბიუჯეტური მოდელ 3-ის წარმოებას კომპანია ტესლა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აპირებდა, ინჰაბიტიტის საიტზე ინფორმაციას თუ დავუჯერებთ მისი წარმოება თვის ბოლოს თებერვალში დაიწყება, ეს სერიულ წარმოებას არ ნიშნავს ჯერ მხოლოდ გამოფენებისთვის და ტესტ დრაივისთვის წარმოება იგეგმება, შეფასდება კონსტრუქციის სიმაგრე და რეალურ პირობებშ მოხდება ტესტირება, კონვეირსე გამოსვლის ვადები ჯერ უცნობია, წარმოება კალიფორნიის ტესლას ქარხანაში დაიწყება.