ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ამერიკულმა კომპანია mPower Technology-მ შეიმუშავა თხელი, დრეკადი და მჩატე მზის ბატარეა, რომელიც შესაძლებელია ადვილად მიაკრათ, მაგალითად დრონზე, ან გადჯეტზე და ამით ნებისმიერი ზედაპირის ფუნქციონალურობა გაზარდოთ. შემუშავებულ ნაწარმს Dragon SCALE ჰქვია. მწარმოებლები აღნიშნავენ მათი პანელის დრეკადობას და ფურცლის მსგავს სისქეს, მათი დამზადება შედარებით იაფია ვიდრე ჩვეულებრივი მზის ბატარეის, ტექნოლოგია იძლევა უფრო საიმედო და ეფექტიან ელემენტს ვიდრე თანამედროვე ანალოგები. გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ ამ პროდუქტით შესაძლებელი იქნება წყლის ტრუბების შეფუთვაც, ხეების და ამით მათ მზის პანელად გადააქცევთ, ან სულაც ავტომობილის სახურავზე, რაც მას უფრო ეკოლოგიურს და თანამედროვეს გახდის.