ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ამერიკულმა ლოგისტიკურმა კომპანია UPS-მა შეიმუშავა საკუთარი მიტანის სისტემა საშუალო ზომის მომხმარებელთა გზავნილებისთვის დრონის გამოყენებით, რომლებიც სატვირთო ფურგონების სახურავიდან ეშვება. ახალი სისტემის დემონსტრირება 20 თებერვალს მოხდა ქალაქ ტამპაში ფლორიდის შტატში. HorseFly-ის შეუძლია 4,5 კილომდე ტვირთის მიტანა, ავტომატური ფრენის დრო 30 წუთი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 70 კილომეტრი საათში აქვს. ფრენა GPS-ის დახმარებით ხდება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ხონსიუს კუნძულზე მცირე ქალაქია იაპონური კიტაცურაგისა და პრეფექტური ნარაში. მისი საერთო ფართობი 7 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა მხოლოდ 23 000 ადამიანი. მოსახლეობა აფასებს ტრადიციებს და სიმბოლიზმს. აფასებენ პრინტ სეტოკუს, რომელმაც ბუდიზმის ხრამი დაარსა 7-ე საუკუნეში და უყვართ იუკიმარუ ძაღლი, რომელიც პრინცის საყვარელი ცხოველი იყო. ძაღლმა შთააგონა მთავრობას შეექმნათ ქალაქი ოდზი. იაპონელმა მხატვრებმა შექმნეს მაკეტი თეთრი ძაღლის, რომლის შიგნითად რადიომართვადი კვადროკოპტერი მოათავსეს, ახლა ძაღლი ქალაქის ოფიციალური სიმბოლოა და დაფრინავს მის ღირსშესანიშნაობების ზემოთ. დეტალებისთვის იხილეთ ვიდეო.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გავრცელდა ვიდეო რგოლი, სადაც დემონსტრირებულია საფრენი აპარატის სპეციალური გამოყენება. ელექტრო ხაზების ნაგვის დასაწვავად იყენებენ საფრენ დრონს, რომელსაც ცეცხლმფრქვევის ფუნქცია აქვს და საკმაოდ ეფექტურად და სანახაობრივად ახდენს ნაგვის მოშორებას. ჩინეთის ქალაქ სანიანში სავარაუდოდ გამოსახულია დრონი DJI S1000+.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Intel-ის უპილოტო საფრენი აპარატები აგრძელებენ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას და ყურადღებას იქცევენ ლამაზი და განსაკუთრებული წარმოდგენებით. Aero Ready to Fly გაყიდვაშია და 1100 დოლარი ღირს.

 

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Intel-ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს დრონი სპეციალურად მათთვის ვისაც სურს კვადროკომპტერისთვის საკუთარი აპლიკაციების დაწერა. მფრინავი აპარატი შეიქმნა Aero Compute Board-ის ბაზაზე Atom x7-Z8750-ის პროცესორზე და 4გბ ოპერატიული მეხსიერებით, 32გბ მეხსიერების ბარათით და Wi-Fi მოდულით, USB 3.0 პორტით და 2 კამერით, ერთი წინ და ერთი უკან მიმართული კამერა, 8 პროპელერი 4 სიჩქარის კონტროლერი, RealSense 3D კამერა, რომელსაც სიღრმის და სიმაღლის სენსორი აქვს ასევე მაგნიტური დონის,ავტოპილოტის,GPS სისტემა დაჯახების თავიდან ასაცილებლად. ამ დრონებმა მიიღეს მონაწილეობა შოუში სადაც 300 მფრინავი მოწყობილობა აფრინდა და ილუმინაცია მოაწყო.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

წელს მფრინავი უპილოტო აპარატების ბაზრის მოცულობა მესამედჯერ გაიზარდა, ხოლო 2020 წლისთვის გაორმაგდება, ამის შესახებ Gartner-ის კვლევებშია საუბარი. ანალიტიკოსების პროგნოზით 2017 წელს მსოფლიო მოწოდებები კვადროკოპტერების, პირადი და კომერციული მიზნებისთვის მოიცავს 3 მილიონ ცალ მოწყობილობას 6 მილიარდი დოლარის ღირებულებით, რაც 39%-ით და 34%-ით მეტია შარშანდელ მონაცემებთან შედარებით. 2020 წლისთვის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაყიდვები 11,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.