ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Amazon-ი გეგმავს, რომ კიდევ უფრო გააკონტროლოს შეძენილი პროდუქციის მოგზაურობა, წყაროზე დაყრდნობით გაყიდვებისა და ტექნოლოგიების გიგანტი კომპანია აპირებს გაუშვას მისი სრული მიწოდების სერვისი 2018 წელს.

ვოლ სთრითის ჟურნალის თქმით ახალი სერვისი კონკურენციას გაუწევს UPS-ს და FedEx-ს გზავნილების აღებაში ბიზნესებისგან, რომლებიც გაყიდვას ანხორციელებენ ამაზონზე და მიიტანს მათ მომხმარებლებამდე. ეს ჭორი აქამდეც იყო გავრცელებული, მაგრამ ახლა უკვე ჩანს, რომ ამაზონი მზადაა გეგმის პრაქტიკაში განსახორციელებლად. სქემა უკვე მუშაობს ლონდონში და მალე ლოს ანჯელესშიც დაინერგება.

ამაზონით მიტანის სერვისი სახელად SWA, მისცემს ამაზონს სრულ კონტროლს ყველა ნაბიჯის საქონლის ა წერტილიდან ბ წერტილამდე გადაადგილების პროცესში. ამაზონისგან ოფიციაური ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ამაზონი შეეცდება ეს სერვისი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და გლუვად დანერგოს. ჯეფ ბეზოსი და მისი გუნდი უკვე დრონებით მიტანის სერვისს ტესტავენ და ასევე იგეგმება თვითმავალი ავტომობილებით მოტანა ყუთების. მომხმარებლებისთვის არაფერი შეიცვლება, თქვენ კვლავ დაკლიკავთ ამაზონიდან პროდუქტს და მას მოგიტანენ სახლთან, მაგრამ ეს ეთ-ერთი ნაბიჯია ამაზონის, რათა გააკონსტროლოს ყველა ასპექტი მიწოდების.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ამერიკულმა ლოგისტიკურმა კომპანია UPS-მა შეიმუშავა საკუთარი მიტანის სისტემა საშუალო ზომის მომხმარებელთა გზავნილებისთვის დრონის გამოყენებით, რომლებიც სატვირთო ფურგონების სახურავიდან ეშვება. ახალი სისტემის დემონსტრირება 20 თებერვალს მოხდა ქალაქ ტამპაში ფლორიდის შტატში. HorseFly-ის შეუძლია 4,5 კილომდე ტვირთის მიტანა, ავტომატური ფრენის დრო 30 წუთი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 70 კილომეტრი საათში აქვს. ფრენა GPS-ის დახმარებით ხდება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

წელს მფრინავი უპილოტო აპარატების ბაზრის მოცულობა მესამედჯერ გაიზარდა, ხოლო 2020 წლისთვის გაორმაგდება, ამის შესახებ Gartner-ის კვლევებშია საუბარი. ანალიტიკოსების პროგნოზით 2017 წელს მსოფლიო მოწოდებები კვადროკოპტერების, პირადი და კომერციული მიზნებისთვის მოიცავს 3 მილიონ ცალ მოწყობილობას 6 მილიარდი დოლარის ღირებულებით, რაც 39%-ით და 34%-ით მეტია შარშანდელ მონაცემებთან შედარებით. 2020 წლისთვის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაყიდვები 11,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.