ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

მიკროპროცესორების მწარმოებელმა კომპანია Intel-მა გეგმები გაამხილა, იმის შესახებ რომ აპირებს 7 მილიარდიანი ინვესტიციის მშენებლობის დასრულებას, კერძოდ ნახევრადგამტარი ფაბრიკის აშშ-ში, რომელიც დამატებით 3000 სამუშაო ადგილს შექმნის, რითიც კომპანია ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდებას ქვეყანაში წარმოების აქტიურ განვითარებას მისდევს. გენერალურმა დირექტორმა ბრაიან კრზანიჩმა განაცხადა, რომ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრისას კომპანიის გადასახადების და რეგულირებადი პოლიტიკის მიმდევარია. არიზონას შტატის დაწესებულება სახელად Fab 42 ინტელმა 2011 წელს დაიწყო გაშვებას 2013 წელს აპირებდა, მაგრამ გადატანა მოხდა ჩიპებისა და მობილური მოწყობილობების პროცესორების წარმოებაზე ფოკუსირების გამო, ინტელი 3-4 წელში აპირებს მშენებლობის დასრულებას.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ექსკლუზიური iPhone-ის სმარტფონების კომპანია Caviar-მა, რომელიც იყენებს ისეთ ძვირადღირებულ მატერიალებს, როგორიცაა ოქრო, ტიტანი, კარბონი, ნატურალური ტყავი, წითელი ხე და ბრილიანტები წარმოადგინა დიზაინერების ფანტაზიის ნაყოფი ამჯერად iPhone 7-ის სახით, რომელზეც გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

Caviar-მა ამ სმარტფონების პოზიციონირება მოახდინა, როგორც ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის განვითარების სიმბოლოდ. კომპლექტი სასაჩუქრე ხის კოლოფით 398 000 რუბლი ღირს რაც დაახლოებით  $6,650-ია.