ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Google შემდგომი Android-ის ოპერაციული სისტემის შექმნის პროცესშია, რომელსაც სახელად ორეო ერქმევა. მასში იქნება სიახლეები, კონკრეტულად კი კოპირების ფუნქცია, რომელიც მიხვდება თუ მომხმარებელს როდის სურს კონკრეტული აპლიკაციიდან მეორეში კოპირება ობიექტის. ახალი სიახლე იქნება ასევე ეკრანული ჟესტების ამოცნობა, შესაბამისი პროგრამის გამოყენებით, მაგალითად კალედარის გასახსნელად C-ს დაწერა ეკრანზე იქნება საკმარისი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Fast Company-მ გამოაქვეყნა ახალი რეიტინგები ყველაზე ინოვაციური კომპანიების, რომელთა სათავეში ამაზონია, რომელიც კიდევ უფრო მეტს, უფრო სწრაფად და უფრო ჭკვიანურად გვთავაზობს. მეორე ადგილზე საძიებო გიგანტი გუგლია, ხოლო მესამე ადგილზე ტექნოლოგიური თვითმართვადი ავტომობილების კომპანია უბერი, ეფლს კი მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგო.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

თითქმის 2,6 მილიონი აპლიკაციაა დღეს Google Play-ზე, რომელთაგანაც სულ მალე ნაწილი წაიშლება. Google ამაზე მიდის რადგანაც მომხმარებელთა მონაცემების შენახვა სურს და მარტის შუა რიცხვებამდე თუ ახალ წესებს არ დაემორჩილებიან მათი პროექტები დაიბლოკება. მომხმარებლები პირად ინფორმაციას გაყიდიან თუ არა მათზე იქნება დამოკიდებული, ბევრი აპლიკაციაა მარკეტზე, რომლებიც დიდი ხანია არ განახლებულან, მაგრამ ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ მაინც გროვდება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გუგლმა კვლავ გადადო ოპერაციული სისტემის Android Wear 2.0-ის გამოშვება, სმარტ საათების განახლებული ოპერაციული სისტემა 2016 წლის დეკემბერში უნდა გამოსულიყო, ხოლო ბოლო ინფორმაციით კი პრეზენტაცია 8 თებერვალს მოხდება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გუგლი ამ კვარტალში აპირებს ფლეისთორიდან Google Now Launcher-ის წაშლას, მაგრამ ამასთან ერთად ახალი Search Launcher Services ბიბლიოთეკა დეველოპერებს შესაძლებლობას მისცემს Google Now ჩასვან მათ კასტომიზირებულ ლანჩერში, ჯერ უცნობია აპირებს თუ არა რაიმე აპლიკაციით ჩანაცვლებას.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კონსალტინგურმა ფირმა Brand Finance-მა გვაცნობა, რომ Google გახდა ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი მსოფლიოში. ინტერნეტ-კორპორაციამ პირველი ადგილი დაიკავა ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს შორის მსოფლიო რეიტინგში, სძლია კომპანია Apple-ს. ბრენდ Google-ის ღირებულება 109,47 მილიარდი დოლარია, ხოლო ეფლის 107,141 მილიარდი დოლარი, ინტერნეტ-რითეილერ Amazon.com-ს მესამე ადგილი ხვდა წილად 106,396 მილიარდი დოლარის ბრენდის ღირებულებით.