ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბლექბერიმ წარმოადგინა მისი ახალი სმარტფონი და ყველა მისი სიახლე შეგიძლიათ იხილოთ 5 წუთიან ვიდეოში. ახალი სმარტფონი აღჭურვილია Qualcomm’s octa-core Snapdragon 625 პროცესორით, Adreno 506 GPU, 3GB of RAM და 32GB შიდა მეხსიერებით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ანალიტიკურმა კომპანია გარტნერმა გამოაქვეყნა კომპანია ბლექბერის წილი სმარტფონების ბაზარზე დამრგვალებით 0,0%-ია. 4-ე კვარტალში შარშან ბლექბერიმ 207 ათასი სმარტფონი გაყიდა. 2007 წელს პირველი iPhone-ის ბაზარზე გამოჩენის დროს ბლექბერის წილი სმარტფონების ბაზარზე 9,6%-ს შეადგენდა, ხოლო შემდგომი წლების განმავლობაში 2008 წელს 16,6% და 2009 წელს 19,9% შეადგინა და შემდგომ დაიწყო ვარდნა. დღეს ანდროიდი და iOS იკავებენ ამ ბაზრის წილის 99,6%-ს, ანდროიდ ეკუთვნის ბაზრის 81,7%, ხოლო ვინდოუსს 0,3%.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

BlackBerry-მ ნოკიას უჩივლა სასამართლოში, პატენტების დარღვევაში დაადანაშაულა და დანაკარგის ანაზღაურებას ითხოვს, აშშ-ში. დარღვევები ეხება მობილური ქსელების ბაზისურ სადგურებს, რომლებიც აკონტროლებენ რადიოქსელებს და Liquid Radio-ს პროგრამულ უზრუნველყოფას. საერთო ჯამში 11 პატენტზეა საუბარი. ღირებულება ჯერ უცნობია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბლექბერის სმარტფონი მერკური უნდა დაანონსებულიყო სულ მალე მობილურების მსოფლიო კონგრესზე, მაგრამ მისი მონაცემები უკვე გახდა ცნობილი სენსორული 1620×1080 პიქსელით დისპლეი (დიუმზე 420 პიქსელი) Snapdragon 625 პროცესორი 3gb ოპერატიული მეხსიერება და 32გბ ფლეშ მეხსიერება, 18მპ კამერა და 3400 მილიამპერიანი აკუმულატორი, ოპერაციული სისტემა Android 7.0.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

BlackBerry-იმ დააანონსა ახალი ტელეფონი ფიზიკური კლავიატურით (Mercury), რომლის დებიუტი მოხდება 25 თებერვალს მობილურების მსოფლიო კონგრესზე, ხოლო 26 თებერვალს Nokia წარმოადგენს მის ახალ სმარტფონს Nokia 6-ს, რომელიც უკვე ჩინეთის ბაზარზე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა Nokia-ს მობილური ბრენდის გამოყენების უფლება მიყიდა  ჩინურ ტექნოლოგიების კომპანიას HMD Global-ს.