ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გუგლი ამ კვარტალში აპირებს ფლეისთორიდან Google Now Launcher-ის წაშლას, მაგრამ ამასთან ერთად ახალი Search Launcher Services ბიბლიოთეკა დეველოპერებს შესაძლებლობას მისცემს Google Now ჩასვან მათ კასტომიზირებულ ლანჩერში, ჯერ უცნობია აპირებს თუ არა რაიმე აპლიკაციით ჩანაცვლებას.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

2 კვირის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ მობილურ თამაშს Pokemon Go-ს სულ რაღაც 110 დღე დაჭირდა 800 მილიონი დოლარის საშოვნელად, ხოლო თუ ბოლო ინფორმაციას დავუჯერებთ, რომელიც Sensor Tower-ის მიერ გამოქვეყნდა თამაშის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა iOS და Android ოპერაციულ სისტემებზე. თამაში ყველაზე წარმატებული მობილური აპლიკაციაა ისტორიაში, რისთვისაც 7 თვე დაჭირდა და აჯობა მეორე ადგილზე მყოფ Clash Royale-ს, რომელმაც იმავე პერიოდში მხოლოდ 550 მილიონი დოლარი იშოვა. ყოველდღიურად პოკემონ გო შემქმნელს დაახლოებით 2 მილიონ დოლარს აძლევს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

  იაპონურმა კომპანია Onkyo-მ, რომელიც აუდიოტექნიკას აწარმოებს Hi-Fi კლასის, განაცხადა სმარტფონის Granbeat (DP-CMX1)-ის გამოშვების შესახებ, მისი მთავარი განსაკუთრებულობა ხმის ხარისხში გამოიხატება. გააჩნია ორი ეგრედწოდებული ცაპი შეუძლია პირველად სმარტფონებს შორის 24 ბიტიანი 384კგც აუდიო ფაილის გაშვება, აქვს 2 გამაძლიერებელი, 3,5მმ ყურსასმენის ბუდე და 2,5მმ ბალანსის ბუდე, კორპუსი ალუმინისაა 12მმ სისქის, მოწყობილობა იწონის 234 გრამს, სმარტფონი Qualcomm Snapdragon 650 პროცესორზეა აწყობილი 1,8ghz-ით, Cortex A72 2 ბირთვით, Adreno 510 გრაფიკული ამაჩქარებლით, 3გბ ოპერატიულით, 128გბ ფლეშ მეხსიერებით, 256gb SD ბარათის თავსებადობით, Full HD 1920×1080 Gorilla Glass 3-ის 5 დიუმიანი ეკრანით, 2 სიმ ბარათის სლოტით,3000mah ბატარეით და Android 6.0 Marshmallow ოპერაციული სისტემით, მისი ფასი 740$-ია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Google Pixel 2 გაუმჯობესებული კამერით, წყალგამძლეობით, განახლებული პროცესორით (Snapdragon 83X-ით) და ბიუჯეტური Pixel-ის ვარიანტით შემუშავების პროცესშია. სავარაუდოდ მათი წარდგენა წლის ბოლოს მოხდება.