ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბლექბერის სმარტფონი მერკური უნდა დაანონსებულიყო სულ მალე მობილურების მსოფლიო კონგრესზე, მაგრამ მისი მონაცემები უკვე გახდა ცნობილი სენსორული 1620×1080 პიქსელით დისპლეი (დიუმზე 420 პიქსელი) Snapdragon 625 პროცესორი 3gb ოპერატიული მეხსიერება და 32გბ ფლეშ მეხსიერება, 18მპ კამერა და 3400 მილიამპერიანი აკუმულატორი, ოპერაციული სისტემა Android 7.0.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

საათების მწარმოებელმა კომპანია Swatch-მა განაცხადა, რომ Swiss OS-ს წარადგენს, რომელიც ტარებადი მოწყობილობებისთვის (საათებისთვის) ანუ სმარტ საათებისთვის იქნება განკუთვნილი სახელად Swiss OS იქნება მეტოქე ისეთი ეკოსისტემების, როგორიცაა: Android, Amazon, Apple და სხვა. 5 სარგებელი ამ ოპერაციული სისტემის შემდეგია: სანდოობა და ხარისხი, დაცულობა, დაბალი ენერგომოხმარების რეჟიმი, გამძლეობა, უკაბელო თავსებადობა უახლეს ბლუთუზ და სხვა უკაბელო ტექნოლოგიებთან, მაგრამ კომპანიას მხოლოდ ბაზრის 1%-ით გაუჭირდება ანდროიდის და ეფლის სმარტ საათებთან მეტოქეობა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ჩვენ გვინახავს მრავალი სმარტ საათები სხვადასხვა ფუნქციებით გულის ცემის და ა.შ.. მაგრა გეიმერული? გეიმბენდი სწორედ ეს მოწყობილობაა. კომპანიამ ქიქსტარტერზე წარმოადგინა ახალი სმარტ საათი გეიმერებისთვის, მძლავრი სმარტვოჩი ყველაზე სწრაფი პროცესორით და ამოლედ დისპლეით, Wifi, Bluetooth 4.2 და მორგებული Android OS პროდუქტიული აპლიკაციებით. ასევე მიკროსდ ბარათის სლოტი, მასში ატარის პონგ და ასტეროიდის თამაშებია, ჯერ უცნობია როგორ მოახერხებენ მცირე ზომის სმარტ საათით გეიმინგს. პროექტმა ამჟამად 140 000 დოლარი მოაგროვა რაც ორჯერ მეტია 75 000 დოლარზე, რაც პროექტის მიზანი იყო.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ცნობილი ინსაიდერისგან Evan Blass-სგან გავიგეთ, რომ სამსუნგის ფლაგმანური სმარტფონის უფროსი მოდელის სახელი არა Samsung Galaxy S8 Plus არამედ Samsung Galaxy S8+ იქნება რადგან სიტყვა პლიუსი ეფლის სმარტფონებთან ასოცირდება. ორივე ფლაგმანი სმარტფონის მოდელი სამსუნგისგან მომრგვალო დისპლეით იქნება აღჭურვილი კიდეებზე. სწორედ ამიტომ მოდელის სახელში არ ფიგურირებს Edge სიტყვა, მოდელის გამოსვლა ამა წლის აპრილშია დაგეგმილი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გავრცელდა ახალი სურათი Motorola Moto G5 Plus-ის სმარტფონის უკანა პანელის, რომელზეც წყაროს კომენტარებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ძირითადი კამერა 12მეგაპიქსელია Sony IMX362 სენსორით და ობიექტივის დიაფრაგმით F/1,7. მოწყობილობა აღჭურვილი იქნება 5,2 დიუმიანი დიაგონალური ეკრანით Full HD გაფართოებით, დაკტილური სენსორით, უკაბელო NFC მოდულით, SoC Snapdragon 625 პროცესორით, 4გბ ოპერატიული მეხსიერებით და 32გბ ფლეშ მეხსიერებით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

შარშან ნოემბერში WhatsApp-ის აპლიკაციაზე შემქმნელებმა ახალი ორფაქტორიანი დამოწმების ტესტირება დაიწყეს, რომელიც ამ კვირიდან ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. ორფაქტორიანი დამოწმების ფუნქცია WhatsApp სმარტფონების აპლიკაციისთვის არის ხელმისაწვდომი iOS, Android და Windows Phone-ზე. აკტივაციისთვის საჭიროა შესაბამისი მაჩვენებლის ჩართვა ოპციებში. ფუნქციის აქტივაციის შემდეგ, მომხმარებლებს მოუწევთ 6 ციფრიანი პაროლის შეყვანა ყოველთვის როდესაც შევლენ თავიანთ ექაუნთში ახალი მოწყობილობიდან. ასევე აუცილებელია ზუსტი ელექტრონული მისამართის მითითება, რომლიდანაც ორფაქტორიანი ფუნქციის გათიშვის დამოწმება იქნება შესაძლებელი პაროლის დავიწყების შემთხვევაში.