ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

AMD Ryzen-ის პროცესორის ტესტირების შედეგები გავრცელდა 3DMark-ში, სადაც ვხედავთ, რომ ყველაზ ეუმცროსი 4 ბირთვიანი პროცესორი 3,2-3,4 გეგაჰერცი სიხშირით არის წარმოდგენილი, ასევე 3,3-3,7 გეგაჰერცი 6 ბირთვიანი და 3,4-3,8 გეგაჰერციანი 8 ბირთვიანი პროცესორი და ასევე 4 გეგაჰერციანი, შედეგებს თქვენც კარგად ხედავთ ჩანს, რომ რაიზენის პროცესორები საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებენ და უფრო ძვირადღირებულ ინტელის პროცესორებს არაფრით არ ჩამოუვარდებიან.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

AMD Ryzen-ის პროცესორების გაყიდვა მარტში უნდა დაიწყოს. ჯერ ცოტა რამ ვიცით ასორტიმენტის შესახებ, მაგრამ ფლაგმანური მოდელი უნდა იყოს 8 ბირთვიანი პროცესორი, რომელიც საბაზისო 3,4 გეგაჰერც სიხშირეზე მუშაობს, ხოლო დაჩქარებულ რეჯიმში სიხშირე ჯერ უცნობია, მაგრამ ვიცით რომ 3,6-4,0 გეგაჰერცზე პროცესორი Ashes of the Singularity-ის ტესტში Nvidia Titan X-ის ვიდეოდაფასთან ერთად პროცესორი 5100 ქულას იღებს 4K გაფართოებით, ხოლო წამში კადრების რაოდენობა 70,5-ია, ეს იყო პროცესორის ტესტი შედარებისთვის ანალოგიური პროცესორი intel Core i7-5960X 53 კადრს წამში შედეგს აჩვენებს.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

გავრცელდა ახალი ინფორმაცია AMD Ryzen პროცესორების შესახებ, რომლებიც დაყოფილია სამ ოჯახად SR7, SR5 და SR3 – Intel-ის ანალოგებია Core i7, Core i5 და Core i3. ჩინურმა რესურსმა Coolaler-მა გაავრცელა ახალი ინფორმაცია Ryzen-ის მოდელებთან დაკავშირებით. Advanced micro Devices-მა გადაწყვიტა დასახელებები Radeon Technologies Group-ისგან (აქამდე ცნობილი, როგორც ATI Technologies) აეღო, ფლაგმანმა AMD Ryzen R7 1800x სახელი მიიღო, შემდგომმა Ryzen R7 PRO 1800 (აჯობებდა R7 1800 PRO). X პროცესორების აჩქარების შესაძლებლობაზე მიგვითითებს, შეიძლება ბევრი რამე აღნიშნოს კერძოდ უფრო შიდა სისტემის აგრესიული კვება და სხვა. ყველა რაიზენ პროცესორს ღია ექნება მულტიფლაიერი და X-ის განსაკუთრებულობა რაში მდგომარეობს ძნელი ამოსაცნობია. ჯამში აპირებენ რაიზენის პროცესორების სხვადასხვა სიხშირის, რაოდენობის და ნაკადების მქონე 17 მოდელის გამოშვებას. გამოვა ასევე 6 ბირთვიანი მოდელებიც, აქამდე რომლის გამოშვების შესახებაც ჭორი იყო გავრცელებული, რომ არ გამოვიდოდა. შემჩნეულია შემდეგი რაიზენის მოდელები მათი ნომრებით:

  • ZD3601BAM88F4_40/36_Y (8C/16T, 3,6/4,0 ГГц, ревизия F4);
  • 1D3601A2M88F3_39/36_N (8C/16T, 3,6/4,9 ГГц, ревизия F3);
  • ZD3406BAM88F4_38/34_Y (8C/16T, 3,4/4,8 ГГц, ревизия F4);
  • ZD3301BBM6IF4_37/33_Y (6C/12T, 3,3/3,7 ГГц, ревизия F4).

წყარო იტყობინება, რომ AMD Ryzen-ის პროცესორების გაყიდვები 2017 წლის 2 მარტს დაიწყება, საუბარია R7-ის პირველ მოდელებზე და არა ყველა ვარიანტზე, ყველა მოდელი გაიყიდება თუ მხოლოდ ეს სამი დასაწყისში ჯერ უცნობია. ანონსი ყველა მოდელის მოხდება, მაგრამ გაყიდვაში მოგვიანებით შევა, როგორც ვიცით დიდი არჩევანი იქნება ახალი AMD-ს პლათფორმის AM4-ის სისტემური დედადაფებისაც.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

AMD Ryzen პროცესორების გამოშვება მარტის დასაწყისში დაიწყება. მწარმოებელი ახალ პროცესორებს i5-ის და i7-ის მოდელების კონკურენტად პოზიციონირებს. Ryzen პროცესორები, რომლებშიც Zen მიკროარქიტექტურა გამოიყენება ჯერ გაყიდვაში არ არის, მაგრამ უკვე ცნობილია მომდევნო პროცესორების შესახებ, რომლებიც Zen 2 და Zen 3 არქიტექტურაზე შეიქმნება.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

კომპანია Noctua მზად არის ახალი პლათფორმა AMD AM4-ისთვის, რაც დაამტკიცა ახალი 3 პროცესორის გაგრილების წარმოდგენით, კონრეკტულად მოდელები: NH-D15 SE-AM4, NH-U12S SE-AM4 და NH-L9x65 SE-AM4. აბრევიატურა SE Special Edition-ს აღნიშნავს ანუ განსაკუთრებულ გამოცემას. NH-D15 SE-AM4-ის გაგრილების სისტემა წარმოადგენს მაღალგაბარიტიან “კოშკს” (161 × 150 × 165 мм) 1,32 კგ, საფუძველი 6 სპილენძის ნიკელირებული ტრუბებია 6მმ დიამეტრით, კონსტრუქცია 2 ფენით NF-A15 PWM გრილდება 300-დან 1500 ბრუნამდე წუთში.

Noctua NH-U12S SE-AM4 შედარებით მცირე ზომისაა, თხელი ალუმინის რადიატორით, ნიკელით დაფარული სითბური ტრუბებით და 120მმ ფენით NF-F12 PWM 300-დან 1500 ბრუნამდე წუთში.

NH-L9x65 SE-AM4 კომპაქტური ზომის ქულერია (95 × 95 × 65 мм) ზომის, 413 გრამი წონით ქულერს აქვს 4 ს-ისებრი სითბური ტრუბები და 92მმ ფენი NF-A9x14 PWM 600-დან 2500 ბრუნამდე წუთში.

ახალი გაგრილებებზე Noctua-ს საფირმო 6 წლიანი გარანტია ვრცელდება, ფასები კი შესაბამისია: NH-D15 SE-AM4: €89,90/$99,90; NH-U12S SE-AM4: €59,90/$64,90; NH-L9x65 SE-AM4: €44,90/$52,90. კომპანია ძველი გაგრილებების AMD AM4-ზე უფასო სამაგრებს მოგვიანებით წარმოადგენს მის ვებგვერდზე Noctua.at

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

NVIDIA-სა და AMD-ს შორის ბრძოლა 14/16 ნმ პროცესორებს შორის ჯერ მწვანეთა სასარგებლოდ მიმდინარეობს. ამის მიზეზად გეიმერების მიერ GeForce GTX 1080, GTX 1070 და GTX 1060-ის შენაძენებიც მიგვანიშნებს, რაც Steam-ის სტატისტიკიტაც მტკიცდება. ბაზარზე Pascal-ის მსგავსად მოხდება Volta-ს ჩაშვება, რომელიც დაფუძნებული იქნება 12 ნანომეტრიან გრაფიკულ პროცესორზე, 12 ნმ წარმოადგენს TSMC სტანდარტს, განვითარებულ 16 ნმ ტექნოლოგიას, ტრანზისტორების ზომა და ენერგომოხმარება ტაივანური გიგანტი კომპანიის დახმარებით გაცილებით შემცირდება, სამომავლოდ კი 7ნმ პროცესორები დაანონსდება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.