ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

კომპანია Amazon აპირებს გამოუშვას ახალი მოწყობილობა სახლის სათვალთვალო კამერა, რომელიც სურათზე შეგიძლიათ იხილოთ. სავარაუდოდ ალექსას ხმოვანი მხარდაჭერით იმუშავებს.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Fast Company-მ გამოაქვეყნა ახალი რეიტინგები ყველაზე ინოვაციური კომპანიების, რომელთა სათავეში ამაზონია, რომელიც კიდევ უფრო მეტს, უფრო სწრაფად და უფრო ჭკვიანურად გვთავაზობს. მეორე ადგილზე საძიებო გიგანტი გუგლია, ხოლო მესამე ადგილზე ტექნოლოგიური თვითმართვადი ავტომობილების კომპანია უბერი, ეფლს კი მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგო.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

მსოფლიოში ცნობილი ონლაინ რითეილერი Amazon აპირებს ლონდონში უკასო სუპერმარკეტების Amazon Go-ს გახსნას, ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times იტყობინება. ამჟამად კომპანია ოპტიმალური შენობის შერჩევას ახდენს ამ ტიპის თანამედროვე ტექნოლოგიური დაწესებულების ორგანიზებისთვის. მათი განსაკუთრებულობა მყიდველის მიერ თვითმომსახურება წარმოადგენს, არაა საჭირო გამყიდველი ან საკასო აპარატი. შენაძენის დასაფიქსირებლად, საჭიროა სმარტფონის შემოსასვლელში გატარება. ნივთების აღების შემდეგ ბარათით მოახდენს მათ შეძენას, პროდუქციაზე მიმაგრებული საყელოს დახმარებით.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

კომპანია Amazon-მაც წარმოადგინა 4-ე კვარტლის  და მთლიანი 2016 წლის ფინანსური შედეგები. კვარტლის მოგებამ 43,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით 22% ზრდა დაფიქსირდა. ოპერაციული მოგება 13%-ით გაიზარდა და 1,26 მილიარდ დოლარს მიაღწია. სუფთა მოგება 749 მილიონი დოლარი, რაც 55%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. წლის განმავლობაში ამაზონის მოგებამ 136 მილიარდი დოლარი შეადგინა, შესაბამისად დაფიქსირდა 27%-იანი ზრდა. ოპერაციული მოგება გაიზარდა 2,2 მილიარდიდან 4,2 მილიარდ დოლარამდე. სუფთა მოგება კი 4-ჯერ გაიზარდა და 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

კონსალტინგურმა ფირმა Brand Finance-მა გვაცნობა, რომ Google გახდა ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი მსოფლიოში. ინტერნეტ-კორპორაციამ პირველი ადგილი დაიკავა ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს შორის მსოფლიო რეიტინგში, სძლია კომპანია Apple-ს. ბრენდ Google-ის ღირებულება 109,47 მილიარდი დოლარია, ხოლო ეფლის 107,141 მილიარდი დოლარი, ინტერნეტ-რითეილერ Amazon.com-ს მესამე ადგილი ხვდა წილად 106,396 მილიარდი დოლარის ბრენდის ღირებულებით.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Walmart ებრძვის Amazon-ს პირველობისთვის ინტერნეტ შოფინგში, დღეიდან ყველას შეუძლია მიიღოს უფასო 2 დღიანი მიტანის სერვისი 2 მილიონზე მეტ ნივთზე, რომელიც ხელმისაწვდომია Walmart-ში. არავითარი წლიური და თვიური გადასახადები მხოლოდ 35$ მინიმუმი შეკვეთის, რაც ამაზონის 49$-ზე გაცილებით ნაკლებია და ამაზონთან შედარებით 1 კვირის მაგივრად 2 დღეში მიტანის სერვისს მოიცავს.