ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

იაპონურმა კომპანია Akiba-მ მამაკაცებისთვის, რომლებიც iPhone-ს ფლობენ გამოუშვა გამოსადეგი აქსესუარი. კომპაქტური ელექტრო საპარსი, რომელიც ყველა Apple-ის აპარატებისთვისაა თავსებადი, რომელთაც Lightning პორტი გააჩნიათ დაწყებული iPhone 5-დან. ფასი დაახლოებით 290 რუბლია ანუ 5$.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ექსკლუზიური iPhone-ის სმარტფონების კომპანია Caviar-მა, რომელიც იყენებს ისეთ ძვირადღირებულ მატერიალებს, როგორიცაა ოქრო, ტიტანი, კარბონი, ნატურალური ტყავი, წითელი ხე და ბრილიანტები წარმოადგინა დიზაინერების ფანტაზიის ნაყოფი ამჯერად iPhone 7-ის სახით, რომელზეც გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

Caviar-მა ამ სმარტფონების პოზიციონირება მოახდინა, როგორც ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის განვითარების სიმბოლოდ. კომპლექტი სასაჩუქრე ხის კოლოფით 398 000 რუბლი ღირს რაც დაახლოებით  $6,650-ია.