ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბრიტანულმა კომპანია Morgan-მა, რომელიც ხელნაკეთი სპორტული ავტომობილების წარმოებითაა დაკავებული გადაწყვიტა ახალგაზრდა ფანატებისთვის ეკოლოგიური და თანამედროვე ტრანსპორტი გაყიდოს ერთადგილიანი რეტრო-ელექტროავტომობილი EV3 Junior ბავშვებისთვის. ვიზუალურად სარბოლო ბოლიდს წააგავს 30-40-იან წლებში, აქვს 3 ბორბალი და აღჭურვილია ბატარეით. სალონი ქრომირებული დეტალებისგან შედგება და ნატურალური ხით არის მოპირკეთებული. ავტომობილის სიჩქარე 16 კილომეტრი საათშია. ყოველი ასეთი ავტომობილი შეკვეთით მზადდება და დაახლოებით 10 000 დოლარი ჯდება და მისი შეკვეთა უკვე შესაძლებელია მწარმოებლის ვებგვერდზე.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Subaru-მ წარმოადგინა ახალი ავტომობილი Legacy 2018, რომლის გაყიდვები წელს ზაფხულში დაიწყება. კომპანიამ მანქანის ინტერიერის და ექსტერიერის ცვლილების გარდა, კომფორტი და უსაფრთხოებაც აამაღლა.

ხელმისაწვდომი იქნება 2 ძალოვანი აგრეგატი, 6 ცილინდრიანი 2,5 ან 3,6 ლიტრიანი ძრავი, შესაბამისი 175 და 256 ცხენისძალით, ასევე ელექტრონული დახმარების კომპლექტი EyeSight, რომელშიც ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი, ავტომატური დამუხრუჭება დახაზზე აქტიური მოძრაობის ფუნქცია აქვს, შეუძლია ავტომობილის გაჩერება თუ მოძრაობისას წინააღმდეგობას დააფიქსირებს. ბორტზე ახალ სუბარუ ლეგასის მედიაცენტრი Subaru Sarlink აქვს ბლუთუზის მხარდაჭერით, 6,5 ან 8 დიუმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც თავსებადია Apple CarPlay-სა Android Auto-ზე.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

წარმოგიდგენთ ჩემს მიერ გაკეთებულ პრეზენტაციას ტესლა მოტორსის შესახებ (ახლა უკვე ტესლა), რომელშიც განხილულია ამბიციური რევოლუციონერი ელონ მასკის მიერ დაფუძნებული კომპანია ტესლა, მიმოხილულია, როგორც კომპანია ტესლას ისტორია ასევე ელონ მასკის ბიოგრაფია, გაანალიზებულია საავტომობილო ინდუსტრიის მომავალი ტენდენციები,, კომპანიის მისია, ხედვა, სლოგანი, ლოგო, გეგმა, გამოვლენილია კომპანიის უნიკალურობის ფაქტორები, განხილულია კომპანია ტესლას ელექტრო ავტომობილები არსებული და სამომავლო მოდელები, შედარებულია არსებული მოდელების სხვადასხვა პაკეტების ფასები, გაკეთებულია კომპანიის სვოტ ანალიზი, ასევე კომპანიის 4პ მარკეტინგ მიქსია წარმოდგენილი, სტრატეგიული გეგმა კომპანია ტესლასი და არსებული პრობლემები, მისი მეტოქე კონკურენტი კომპანიები და გაყიდვების წილი ბაზარზე, ელექტრო ავტომობილების ბაზრის წილი, ავტოინდუსტრიის სამომავლო ხედვა, ხუთი ძალის ანალიზი, კონკურენტული გარემო, ტესლას შენარჩუნებადობა, ამ კომპანიის უნიკალური დისტრიბუციის მოდელი, მისი მაღაზიები და გალერიები მსოფლიოს მასშტაბით, როგორ ხდება მომხმარებლის ცოდნის ამაღლება, კონფიგურირება მანქანის, მისი შეძენა და ადგილზე მიტანა, ონლაინ გაყიდვები, ტესლას მობილური აპლიკაციები ანდროიდზე და ეფლის პლათფორმაზე, ტესლას ქსელები ამერიკაში და სუპერჩარჯერები, ტესლას ქსელები ევროპაში და სუპერჩარჯერები, ახლანდელი განსხვავებები კომპანია ტესლასა და მის კონკურენტებს შორის, კონკურენტული უპირატესობაები, კონკურენტული ნაკლი, სამომავლო ტესლას მოდელები და პროტოტიები, ტესლას სატვირთო ელექტრო ავტომობილი და სხვა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ელექტრო ავტომობილების მომგებიანი წარმოება მნიშვნელოვანია და იმისთვის, რომ ისინი შიგა წვის ძრავის ავტომობილების კონკურენტები იყონ მათი მასიური წარმოება მომგებიანი უნდა იყოს. ბატარეების ღირებულება 2010 წლის 1,000 kWh-დან დაეცა 2016 წელს $227 kWh-მდე, ხოლო 2030 წლისთვის კი $100/kWh-მდე ჩამოსვლას ვარაუდობენ.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეფლმა განაცხადა, რომ იგი მსხვილ ინვესტიციებს ანხორციელებს უპილოტო ავტომობილებში. იხილეთ რამდენიმე კონცეპტ ფოტო თუ როგორი შეიძლება იყოს Apple-ის ავტომობილი iCar. მეტის ნახვა »