ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

რუსული კომპანია “Яндекс” სავარაუდოდ აპირებს ავტომატურის მართვის სისტემის შემუშავებას. ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე რამდენიმე ვაკანსიაც არის გამოქვეყნებული. კომპანია ეძებს უპილოტო ავტომობილების შემქმნელს და შემქმნელ-გამომძიებელს. საქმე ექნება ავტომობილის სენსორებთან, აქტივატორებთან და კონტროლერებთან, შექმნის გარემოს სიმულატორებს და მანქანის სამართავ ალგორითმებს დაწერს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Atieva წარმატებით ქმნიდა აკუმულატორებს ელექტრომობილებისთვის, შემდგომ კი წარმოადგინა ელექტრო ფურგონი Edna, რომელმაც აჯობა Tesla Model S-ის და სხვა ელექტრო ავტომობილების ბრენდებს. ფურგონის სახელი კომპანიამ შეცვალა Lucid Motors-ით და ახალი ელექტრო ავტომობილის წარმოება დაიწყო, რომელიც ლოს-ანჯელესის გამოფენაზე წარმოადგინეს Lucid Air სახელი მისი 0-დან 100-მდე 2,5 წამში აჩქარების გამო შეირჩა, შეუძლია 1 დატენვით 650 კილომეტრის გავლა. Lucid Air გაყიდვების დაწყებას 2019 წლისთვის აპირებს და საბაზისო პაკეტის ავტომობილის ღირებულება 160 000 დოლარი იქნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Ferrari-იმ წარმოადგინა, მისი ყველაზე სწრაფი და მძლავრი ავტომობილი – სპორტქარი 812 Superfast, რომელიც შეცვლის F12Berlinetta-ს. ძრავი 12 ცილინდრიანი 6,5 ლიტრიანი ცხოველია 800 ცხენისძალით. სუპერქარს სრულად მართვადი შასი აქვს Virtual Short Wheelbase 2.0 და საჭის ელექტრო გამაძლიერებელი EPS (Electric Power Steering).

აჩქარება 0-დან 100კმ/სთ-მდე 2,9 წამს საჭიროებს. მაქსიმალური სიჩქარე 340კმ/სთ, საშუალო წვა 14,9 ლიტრი 100 კილომეტრზე.

მანქანის გაბარიტებია: 4657 × 1971 × 1276, ხოლო წონა 1525კგ. ფერარის ახალი სუპერქარი წარდგება ჟენევის საერთაშორისო ავტოგამოფენაზე 2017 წლის მარტში.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

დღეს ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებზე ბაზრის მხოლოდ 4% მოდის, მაგრამ 2023 წლისთვის მათი წილი 3-ჯერ გაიზრდება. კომპანია ტოიოტამ შეგვატყობინა, რომ მან 10 მილიონზე მეტი ჰიბრიდული ავტომობილი გაყიდა, რისთვისაც დაახლოებით 20 წელი დაჭირდა. 1997 წელს მიკროავტობუსი Coaster Hybrid EV გამოუშვა, იმავე წელს ვიხილეთ გაყიდვაში Prius, რომელიც ამერიკის ბაზარზე 2000 წლიდან იყიდებოდა. კომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ წელს ტოიოტას ავტომობილების გაყიდვების 10% ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოდის, ამერიკაში 3 მილიონი ჰიბრიდული ავტომობილი გაიყიდა, მაგრამ უმსხვილესი ბაზარი მაინც ტოიოტასთვის იაპონიაა. ტოიოტას ჰიბრიდებმა ატმოსფეროში 77 მილიონი ტონით ნაკლები ნახშიროჟანგი გამოაფრქვია, რაც ტრადიციულ ავტომობილთან შედარებით დაახლოებით 30 მილიარდი ლიტრი ბენზინია. საერთო ჯამში კომპანია ტოიოტა და ლექსუსი ყიდის 33 ჰიბრიდულ მოდელს 90 ქვეყანაში.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Hyundai-მ მისი ბატარეების გარანტია სამუდამო გახადა მათ შორის Ioniq ავტომობილის სერიებზეც. გარანტია ყველა მწვანე ავტომობილს ეხება ჰიუნდაის, იონიქ ჰიბრიდი, იონიქ ელექტრიკი და იონიქ პლაგინ ჰიბრიდი. თუ ბატარეის პაკეტი გაფუჭდება ჰიუნდაი უფასოდ შეცვლის მას, მათ შორის გადამუშავების თანხებსაც თავად გაიღებს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Tesla Model S P100DL-მა სერიულ ავტომობილებს შორის 0-დან 100 კმსთ-მდე ყველაზე სწრაფი მაჩვენებელი აჩვენა და რეკორდი დაამყარა 2.28 წამი მაჩვენებლით. ის პორშე 911- ტურბო ს-ზე, ლამბორჯინი ავენტადორ ლპ-750-4 სვ-ზე, ნისან გტრ ტრეკ პაკზე, აუდი რ8 ვ10 პლუს-ზე, ფერარი ლაფერარიზე, მაკლარენ პ1-ზე და პორშე 918 სპაიდერზე სწრაფია. ტესტი მოტორ ტრენდ ჟურნალმა ჩაატარა, ვარაუდობდნენ 2.4 წამს, მაგრამ შედეგი კიდევ უკეთესი აღმოჩნდა ლუდიკრუს რეჟიმით და ასევე დაფიქსირდა 0-დან 30 მილ საათამდე საუკეთესო შედეგიც 0.87 წამი მაჩვენებლით, ელონ მასკის თქმით რამდენიმე ასეულ წამს მოიგებდნენ  მატის და საბარგულის ზედაპირის მოხსნით.