ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ამერიკულმა ლოგისტიკურმა კომპანია UPS-მა შეიმუშავა საკუთარი მიტანის სისტემა საშუალო ზომის მომხმარებელთა გზავნილებისთვის დრონის გამოყენებით, რომლებიც სატვირთო ფურგონების სახურავიდან ეშვება. ახალი სისტემის დემონსტრირება 20 თებერვალს მოხდა ქალაქ ტამპაში ფლორიდის შტატში. HorseFly-ის შეუძლია 4,5 კილომდე ტვირთის მიტანა, ავტომატური ფრენის დრო 30 წუთი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 70 კილომეტრი საათში აქვს. ფრენა GPS-ის დახმარებით ხდება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კორპორაცია Sony-მ წარმოადგინა UHS-II SD ოჯახის SF-G სერიის ფლეშ მეხსიერებები – ამ კატეგორიაში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი. განცხადებული სიჩქარე ჩაწერია 299 მბ/წამში, ხოლო წაკითხვის სიჩქარე 300 მბ/წამში. ბარათები გათვლილია მაღალი გარჩევადობის ფოტოგადაღებებისთვის და ასევე 4K/UHD ვიდეო მატერიალის ჩაწერისთვის. SF-G სერიები მოიცავენ 32, 64 და 128გბ მოცულობის ბარათებს. წყალგამძლე, საიმედო და სტატიკური მუხტის გამძლე/ გაყიდვაში აპრილიდან შემოვა, ფასი ჯერ უცნობია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია სმარტფონ Nokia 3310-ის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც 26 თებერვალს ბარსელონის მობილურების მსოფლიო კონგრესზე უნდა წარმოადგინონ. ანონიმური წყაროდან ვიცით, რომ ახალი მოწყობილობა ძველისგან განსხვავებული არ იქნება, მაგრამ სხვაობა იქნება მასაში და სისქეში, რაც შემცირდება. მეორე სხვაობა კი დისპლეი იქნება 84 პიქსელიანი ეკრანი, რომელიც ორიგინალ სმარტფონში იყო ხარისხიანი ფერადი დისპლეით ჩანაცვლდება. გაყიდვაში იქნება წითელი, მწვანე და ყვითელი ფერები.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

იხილეთ ვიდეო სადაც განიხილება რუსულ ენაზე მზის ენერგიაზე მომუშავე მზის პანელების მუშაობის პრინციპი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ხონსიუს კუნძულზე მცირე ქალაქია იაპონური კიტაცურაგისა და პრეფექტური ნარაში. მისი საერთო ფართობი 7 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა მხოლოდ 23 000 ადამიანი. მოსახლეობა აფასებს ტრადიციებს და სიმბოლიზმს. აფასებენ პრინტ სეტოკუს, რომელმაც ბუდიზმის ხრამი დაარსა 7-ე საუკუნეში და უყვართ იუკიმარუ ძაღლი, რომელიც პრინცის საყვარელი ცხოველი იყო. ძაღლმა შთააგონა მთავრობას შეექმნათ ქალაქი ოდზი. იაპონელმა მხატვრებმა შექმნეს მაკეტი თეთრი ძაღლის, რომლის შიგნითად რადიომართვადი კვადროკოპტერი მოათავსეს, ახლა ძაღლი ქალაქის ოფიციალური სიმბოლოა და დაფრინავს მის ღირსშესანიშნაობების ზემოთ. დეტალებისთვის იხილეთ ვიდეო.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გავრცელდა ვიდეო რგოლი, სადაც დემონსტრირებულია საფრენი აპარატის სპეციალური გამოყენება. ელექტრო ხაზების ნაგვის დასაწვავად იყენებენ საფრენ დრონს, რომელსაც ცეცხლმფრქვევის ფუნქცია აქვს და საკმაოდ ეფექტურად და სანახაობრივად ახდენს ნაგვის მოშორებას. ჩინეთის ქალაქ სანიანში სავარაუდოდ გამოსახულია დრონი DJI S1000+.