Category: Uncategorized


ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ჟენევის მოტორ შოუმდე კომპანია McLaren-მა წარმოადგინა ვიდეო მეორე თაობის სუპერ სერიის ავტომობილის, რომელშიც გამოყენებულია ახალი დაკეცვადი დისპლეი. დისპლეის ორი რეჟიმი აქვს სრული მაჩვენებლებით და კომპაკტურ მდგომარეობაში კი მხოლოდ ძირითადი მაჩვენებლებით. დეტალურად იხილეთ ვიდეოში.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ბლექბერიმ წარმოადგინა მისი ახალი სმარტფონი და ყველა მისი სიახლე შეგიძლიათ იხილოთ 5 წუთიან ვიდეოში. ახალი სმარტფონი აღჭურვილია Qualcomm’s octa-core Snapdragon 625 პროცესორით, Adreno 506 GPU, 3GB of RAM და 32GB შიდა მეხსიერებით.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ამერიკულმა ლოგისტიკურმა კომპანია UPS-მა შეიმუშავა საკუთარი მიტანის სისტემა საშუალო ზომის მომხმარებელთა გზავნილებისთვის დრონის გამოყენებით, რომლებიც სატვირთო ფურგონების სახურავიდან ეშვება. ახალი სისტემის დემონსტრირება 20 თებერვალს მოხდა ქალაქ ტამპაში ფლორიდის შტატში. HorseFly-ის შეუძლია 4,5 კილომდე ტვირთის მიტანა, ავტომატური ფრენის დრო 30 წუთი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 70 კილომეტრი საათში აქვს. ფრენა GPS-ის დახმარებით ხდება.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

კორპორაცია Sony-მ წარმოადგინა UHS-II SD ოჯახის SF-G სერიის ფლეშ მეხსიერებები – ამ კატეგორიაში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი. განცხადებული სიჩქარე ჩაწერია 299 მბ/წამში, ხოლო წაკითხვის სიჩქარე 300 მბ/წამში. ბარათები გათვლილია მაღალი გარჩევადობის ფოტოგადაღებებისთვის და ასევე 4K/UHD ვიდეო მატერიალის ჩაწერისთვის. SF-G სერიები მოიცავენ 32, 64 და 128გბ მოცულობის ბარათებს. წყალგამძლე, საიმედო და სტატიკური მუხტის გამძლე/ გაყიდვაში აპრილიდან შემოვა, ფასი ჯერ უცნობია.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია სმარტფონ Nokia 3310-ის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც 26 თებერვალს ბარსელონის მობილურების მსოფლიო კონგრესზე უნდა წარმოადგინონ. ანონიმური წყაროდან ვიცით, რომ ახალი მოწყობილობა ძველისგან განსხვავებული არ იქნება, მაგრამ სხვაობა იქნება მასაში და სისქეში, რაც შემცირდება. მეორე სხვაობა კი დისპლეი იქნება 84 პიქსელიანი ეკრანი, რომელიც ორიგინალ სმარტფონში იყო ხარისხიანი ფერადი დისპლეით ჩანაცვლდება. გაყიდვაში იქნება წითელი, მწვანე და ყვითელი ფერები.