კონცეპტ ვიდეო თუ როგორი შეიძლება იყოს iPhone 8.
მილიონერმა Tesla-ს და SpaceX-ის პრეზიდენტმა ელონ მასკმა დეკემბრის ტვიტში საცობების თავიდან აცილების მიზნით გვირაბის გათხრა ახსენა, ბევრს ხუმრობა ეგონა, მაგრამ სულ ახლახანს ახალ ტვიტში 1-2 თვეში გვირაბის გათხრის დაწყებაზე საუბრობს.
Traffic is driving me nuts. Am going to build a tunnel boring machine and just start digging…
— Elon Musk (@elonmusk) December 17, 2016
Exciting progress on the tunnel front. Plan to start digging in a month or so.
— Elon Musk (@elonmusk) January 25, 2017
მყარი დისკების მწარმოებელმა კომპანია Seagate-მა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სამომავლო სტრატეგია მყარი დისკების ტევადობის გაზრდაა, ამჟამად მაქსიმალური ზომა მათი მყარი დისკის 10TB-ია. კომპანია აპირებს რამდენიმე წელიწადში ამ მაჩვენებლის გაორმაგებას, ხოლო 2018 წლის მეორე ნახევარში კი 16TB მოცულობის მყარი დისკების გაყიდვაში ჩაშვებას გეგმავს.
AMD-მ წარმოადგინა Radeon Pro ReLive ეკრანის ჩამწერი პროგრამა, რომელიც პერსონალური კომპიუტერის მომხმარებლებს გაუადვილებს 4K გაფართოებამდე, 30 კადრით წამში და 320Kbps აუდიოთი ვიდეოების ჩაწერას AVC (H.264) და HEVC (H.265) კოდირებით.
PayPal-ის პრეზიდენტმა Dan Schulman-მა ბოლო ინტერვიუში აღიარა, რომ მისი კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიოში უმსხვილესი ელექტრონული კომერციის მოთამაშესთან, რათა მათ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცეს შენაძენების გადახდა მოახდინონ PayPal-ის დახმარებით. შეგახსენებთ, რომ PayPal-ს 200 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყავს.
BlackBerry-იმ დააანონსა ახალი ტელეფონი ფიზიკური კლავიატურით (Mercury), რომლის დებიუტი მოხდება 25 თებერვალს მობილურების მსოფლიო კონგრესზე, ხოლო 26 თებერვალს Nokia წარმოადგენს მის ახალ სმარტფონს Nokia 6-ს, რომელიც უკვე ჩინეთის ბაზარზე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა Nokia-ს მობილური ბრენდის გამოყენების უფლება მიყიდა ჩინურ ტექნოლოგიების კომპანიას HMD Global-ს.