ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გუგლმა დღეს გამოაცხადა, რომ ხურავს საკუთარ მაღალტექნოლოგიურ სმარტფონის აუგმენტირებული რეალობის პლათფორმას, ტანგოს, რათა ფოკუსირება გადაიტანოს უფრო მასიურ მარკეტინგულ ARCore პროდუქტზე. ტანგოს მხარდაჭერა შეჩერდება 2018 წლის პირველ მარტს. პროექტი ტანგო 2014 წელს წარმოადგინეს და იგი მხოლოდ რამდენიმე მოწყობილობაზე იქნა გაშვებული 3 წლის მანძილზე მათ შორის იყო სმარტფონი Asus ZenFone AR, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ იქნა გამოშვებული და ტანგო მოწყობილობის ერთ-ერთი აღმნიშვნელი თვისება იყო.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ჩინურმა კომპანია Alibaba-მ წარმოადგინა საკუთარი ხედვა ავტომობილის ტესტ დრაივისა და შეძენისა თანამედროვე მეგაპოლისში. სავაჭრო ავტომატი ჩინეთში განთავსდება და შესაძლებლობას იძლევა აირჩიო და შეიძინო ლუქს კლასის ავტომობილები. სპეციალური სისტემა ავტომატურად ახდენს მიტანას კონკრეტული სართულიდან პირველი სართულის გაცემის ბოქსამდე. სისტემის მუშაობის პრინციპი ასახულია ვიდეოში.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს. ყოველშემთხვევაში რეკლამისგან დაცული მაინც არ იქნებით. დრო როდესაც საპირფარეშოში გასეირნება იყო ერთადერთი პირადი ცხოვრების ადგილი სულ მალე დასრულდება, ამისთვის კი მცირე ჰოლანდიურ კომპანიას უნდა ვუმადლიდეთ, რომელიც აღჭურვას ახდენს საჯარო საპირფარეშოების (ტუალეტების) “ჭკვიანი” ეკრანებით, რომლებიც მზად არიან რეკლამებით გაგსვარონ, სანამ თქვენ საქმით იქნებით დაკავებულნი. ნერვული სისტემის მოსაკლავად, როლიკები მხოლოდ იმ მომენტში გაეშვება, როდესაც იმ კონკრეტული საქმით იქნებით დაკავებულნკი, რომლისთვისაც ესტუმრეთ საჭირო ოთახს. მეტის ნახვა »

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია HMD Global-მა, რომელმაც ბაზარზე წარმოადგინა Nokia 3, 5 და 6 არ აპირებს მიღწეულ შედეგზე გაჩერებას და წელს აპირებს კიდევ ორი მოდელის Nokia 7-ისა და Nokia 8-ის გამოშვებას. წინასწარი ინფორმაციით ისინი ერთკრისტალურ პლატფორმაზე იქნებიან აგებულნი Qualcomm Snapdragon 660. ორივე მოდელი მეტალის კორპუსით იქნება აღჭურვილი unibody ტექნოლოგიით და თხელი დისპლეით, Nokia 7-ის ეკრანის გარჩევადობა Full HD, ხოლო Nokia 8-ის კი WQHD იქნება. დიაგონალური ზომები 5,5 და 5,7-6,0. სმარტფონებს ექნებათ სწრაფი დატენვის მხარდაჭერის ტექნოლოგია და გაუმჯობესებული დაკტილოსკოპური და კამერის სენსორები შესაძლებელია კარლ ცაისი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ცნობილმა არქიტექტურულმა სტუდია Oiio-მ წარმოადგინა არაჩვეულებრივი პროექტი შენობის, რომელიც იქნება ყველაზე გრძელი ცათამბრჯენის წოდების პრეტენდენტი. იგეგმება, რომ მისი სიგრძე 1230 მეტრი იქნება. მაგრამ სიმაღლე შენობის 600 მეტრი იქნება და ყველაზე გრძელი ცათამბრჯენების კონკურენტი ვერ იქნება. პარადოქსი მისი უჩვეულო კონსტრუქციაა. ნაგებობა იქნება 2 თხელი პარალელური კოლონა, დაკავშირებული ზედა ნაწილში. The Big Bend (დიდი მოხრა) შენობის აშენება იგეგმება 57-ე დასავლეთის ქუჩაზე ცენტრალურ პარკთან.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Fitbit-მა დაანონსა ახალი ჭკვიანი ბრასლეტი Alta HR, რომელიც განკუთვნილია მფლობელის ორგანიზმის ფიზიკური აქტივობის და სიცოცხლისუნარიანობის ინფორმაციის საჩვენებლად. გადჯეტს აქვს შესაბამისი სენსორები, რომელთა დახმარებითაც განვლილ მანძილს, გადადგმულ ნაბიჯებს, დამწვარ კალორიებს და სხვა მაჩვენებლებს აჩვენებს. გაუმჯობესებულია გულის ცემის სენსორი და ძილის ფაზის ჩვენება. ახალი ფიტნეს ბრასლეტის შეძენა შესაძლებელია 150 დოლარად. Fitbit უმსხვილესი ტარებადი მოწყობილობების მოთამაშეა, შარშან მოახდინა 22,5 მილიონი გადჯეტის რეალიზაცია. 2016 წელს კომპანიამ 102,4 მილიონი ტარებადი გადჯეტი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით მსგავს მოწყობილობებზე მოთხოვნა გაიზარდა 25%-ით.