ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეფლმა განაცხადა, რომ იგი მსხვილ ინვესტიციებს ანხორციელებს უპილოტო ავტომობილებში. იხილეთ რამდენიმე კონცეპტ ფოტო თუ როგორი შეიძლება იყოს Apple-ის ავტომობილი iCar. მეტის ნახვა »

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

რამდენიმე წლის განმავლობაში თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეძლეს შეეცვალათ ადამიანთა წარმოდგენა ყოველდღიური ნივთების მიმართ. კითხვა თუ როგორ შევარჩიოთ სწორად სმარტფონი როგორც არასდროს აქტუალურია, რადგანაც მათი ასორციმენტი დიდია და გარდა ამისა სიახლეები ყოველდღე გვხვდება. პირველ რიგში მოდით ვნახოთ რას წარმოადგენს თანამედროვე “ჭკვიანი” ტელეფონი. მეტის ნახვა »

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Toshiba-მ პარასკევს დაანონსა, რომ ფლეშ მეხსიერებების წარმოების ბიზნესის მინიმუმ 20%-ის გაყიდვას აპირებს. Toshiba-ს NAND ფლეშ მეხსიერების მეორე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში და ეს ბიზნესი კომპანიის მოგების უმსხვილეს წყაროს წარმოადგენს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Kyocera-მ მოდელი  Rafre გამოუშვა, მისი საპონგამძლე, რეცხვადი მეორე სმარტფონი, პირველი DIGNO Rafre საპონგამძლე, რეცხვადი 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა გაყიდვაში სმარტფონისთვის საშუალო მონაცემებით. სმარტფონი უძლებს ქაფს, ცხელ წყალს, გამოყენება დასველებულისაც შეიძლება, მოყვება სამზარეულოს აპლიკაცია და გააჩნია ხელის მოძრაობით ოპერირების შესაძლებლობა. Kyocera Rafre სმარტფონს გააჩნია 5 დიუმიანი HD (720p) ეკრანი, 2გბ ოპერატიული მეხსიერება და 16გბ შიდა მეხსიერება (sd ბარათით 200 გეგაბაიტამდე გაზრდის საშუალებით), 13მპ კამერა, სელფისთვის 5 მეგაპიქსელიანი კამერა, მუშაობს Android 7.0 Nougat-ზე და აღჭურვილია 3,000 მილიამპერიანი ბატარეით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

NVIDIA-სა და AMD-ს შორის ბრძოლა 14/16 ნმ პროცესორებს შორის ჯერ მწვანეთა სასარგებლოდ მიმდინარეობს. ამის მიზეზად გეიმერების მიერ GeForce GTX 1080, GTX 1070 და GTX 1060-ის შენაძენებიც მიგვანიშნებს, რაც Steam-ის სტატისტიკიტაც მტკიცდება. ბაზარზე Pascal-ის მსგავსად მოხდება Volta-ს ჩაშვება, რომელიც დაფუძნებული იქნება 12 ნანომეტრიან გრაფიკულ პროცესორზე, 12 ნმ წარმოადგენს TSMC სტანდარტს, განვითარებულ 16 ნმ ტექნოლოგიას, ტრანზისტორების ზომა და ენერგომოხმარება ტაივანური გიგანტი კომპანიის დახმარებით გაცილებით შემცირდება, სამომავლოდ კი 7ნმ პროცესორები დაანონსდება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

მომხმარებელთა ელექტრონულ შოუზე ლას ვეგასში (CES 2017) Honda-მ წარმოადგინა კონცეპტი Honda Riding Assist, რომელმაც 3 ჯილდო მიიღო. თვითბალანსირებად მოტოციკლს გაჩერებულსაც კი შეუძლია შეინარჩუნოს ვერტიკალური მდგომარეობა.