კომპანია MediaTek ოფიციალურად წარმოადგენს ერთკრისტალურ MT6885 სისტემას შედარებით იაფ 5G სმარტფონებისთვის 26 ნოემბერს ღონისძიებაზე MediaTek Summit. პროცესორი გააერთიანებს ARM Cortex-A77 პროცესორს და გრაფიკულ დამაჩქარებელს Mali-G77 ეს ყველაფერი იქნება 7 ნანომეტრ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული. პროცესორის შემადგენლობაში შევა Helio M70 მოდემი, რომელიც უზღუნველყოფს მობილური ქსელების 5G მხარდაჭერას 4,7-5 გეგაბაიტი წამში სიჩქარით და მხარდაჭერილი იქნება არსებული ქსელებიც (2G, 3G და 4G/LTE). ჩიპი ასევე შეძლებს მხარდაჭერას 80 მილიონ პიქსელამდე კამერების და 4კ 60 კადრი წამში ვიდეო ჩაწერას. ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის პირველი მეოთხედიდან.

პასუხის დატოვება