ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ზუსტად 20 წლის წინ Comdex 1998-ზე ბილ გეიტსი მომხმარებლებისთვის Windows 98-ის ოპერაციული სისტემის მიყიდვას ცდილობდა, რათა ჩაენაცვლებინად წინა ოპერაციული სისტემა Windows 95, მაგრამ როდესაც მომუშავემ წარმოადგინა Plug-and-play მოწყობილობის მხარდაჭერა სკანერის დაკავშირებით, მისი კომპიუტერი აციმციმდა სამარცხვინო ლურჯი სიკვდილის ეკრანით და გაითიშა. ამას მოყვა გეიტსის კომენტარი “ალბათ ამიტომ ჯერ არ ვაგზავნით Windows 98-ს”.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Apple-ის უახლესი დამშლელი რობოტი დეიზი, რომელიც ყველაზე ეფექტიანი გზაა ფასეული მატერიალების iPhone-დან დასაბრუნებლად. დეიზი აერთიანებს რევოლუციურ ტექნოლოგიებს, დაფუძნებულს ეფლის 2016 წლის დამშლელ რობოტზე სახელად ლიამი. დეიზი დამზადებულია ლიამის ნაწილებისგან, რომლებითაც შესაძლებელია აიფონის 9 ვერსიის დაშლა და დასორტირება უმაღლესი ხარისხის კომპონენტებით გადამუშავებისთვის. დეიზის შეუძლია საათში 200 iPhone მოწყობილობების დაშლა, კომპონენტების ამოღება და დასორტირება, რათა Apple-მა შეძლოს აღადგინოს მატერიალები, რომლებიც ტრადიციულ გადამამუშავებლებს არ შეუძლიათ და ამასთან ერთად მოახდინოს ეს ყველაფერი უმაღლესი ხარისხით.