ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Amazon-ი გეგმავს, რომ კიდევ უფრო გააკონტროლოს შეძენილი პროდუქციის მოგზაურობა, წყაროზე დაყრდნობით გაყიდვებისა და ტექნოლოგიების გიგანტი კომპანია აპირებს გაუშვას მისი სრული მიწოდების სერვისი 2018 წელს.

ვოლ სთრითის ჟურნალის თქმით ახალი სერვისი კონკურენციას გაუწევს UPS-ს და FedEx-ს გზავნილების აღებაში ბიზნესებისგან, რომლებიც გაყიდვას ანხორციელებენ ამაზონზე და მიიტანს მათ მომხმარებლებამდე. ეს ჭორი აქამდეც იყო გავრცელებული, მაგრამ ახლა უკვე ჩანს, რომ ამაზონი მზადაა გეგმის პრაქტიკაში განსახორციელებლად. სქემა უკვე მუშაობს ლონდონში და მალე ლოს ანჯელესშიც დაინერგება.

ამაზონით მიტანის სერვისი სახელად SWA, მისცემს ამაზონს სრულ კონტროლს ყველა ნაბიჯის საქონლის ა წერტილიდან ბ წერტილამდე გადაადგილების პროცესში. ამაზონისგან ოფიციაური ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ამაზონი შეეცდება ეს სერვისი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და გლუვად დანერგოს. ჯეფ ბეზოსი და მისი გუნდი უკვე დრონებით მიტანის სერვისს ტესტავენ და ასევე იგეგმება თვითმავალი ავტომობილებით მოტანა ყუთების. მომხმარებლებისთვის არაფერი შეიცვლება, თქვენ კვლავ დაკლიკავთ ამაზონიდან პროდუქტს და მას მოგიტანენ სახლთან, მაგრამ ეს ეთ-ერთი ნაბიჯია ამაზონის, რათა გააკონსტროლოს ყველა ასპექტი მიწოდების.

იყავი პირველი, ვინც დაწერს კომენტარს.

თქვენი გამოხმაურება