ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Seagate-მა დააანონსა, რომ გეგმავს გააორმაგოს მომავალი მყარი დისკების წარმადობა multi-actuator ტექნოლოგიით. მყარი დისკების სიმჭიდროვე იზრდება, მაგრამ წარმადობა ყოველ ახალ თაობასთან ერთად არ იცვლება, სწორედ ამიტომ SSD ტიპის მყარი დისკები სჯობნიან წარმადობით HDD ტიპს, მაგრამ HDD-ს აქვს მაღალი ტევადობა ზომის მხრივ. WD და Seagate ორი წამყვანი HDD მყარი დისკების მწარმოებელი კომპანიები გეგმავენ ახალი ჩაწერის ტექნოლოგიის წარდგენას. მომავალი HDD დისკები იქნება 40 ტერაბიტზე დიდი, რაც აუცილებელს ხდის, რომ წარმადობა გაიზარდოს, რათა IOPS ტერაბიტზე მაღალი მაჩვენებლით გამოიხატოს, რაც აუცილებელია დატა ცენტრებისთვის. როგორ მუშაობს Seagate-ის Multi-actuator ტექნოლოგია? იდეა არ არის ახალი მაგრამ აქამდე ძვირადღირებული იყო კომპონენტები. მყარი დისკების უმეტესობა წერს და კითხულობს რამდენიმე პლატერზე, მაგალითად 8 პლატერა 16 თავით, მაგრამ 16-ივე თავი განლაგებულია იმავე მხარზე, ანუ უნისონში მოძრაობენ, მხოლოდ ერთი თავი აქტიურად ახდენს ან წაკითხვას ან ჩაწერას გარკვეულ დროის მომენტში, რაც ზღუდავს ჩაწერა/წაკითხვას საერთო ჯამში და მაშასადამე წარმადობას. სიგეითის ახალი დიზაინი იყენებს ორ მხარს, რომელიც ცალცალკე ოპერირებს, ყოველ მათგანს აქვს 8 თავი, ანუ ორ ბრძანებაზე შეუძლია მოახდინოს რეაგირება პარალელურად და ერთს შეუძლია მოახდინოს წაკითხვა, სანამ მეორე წერს, ან ორივეს შეუძლია ერთდროულად ჩაწერა წაკითხვა. დამატებითი actuator-ი მაგნიტი სავარაუდოდ გაზრდის დისკის წონას და ენერგიის მოხმარებას.

იყავი პირველი, ვინც დაწერს კომენტარს.

თქვენი გამოხმაურება