ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Fitbit-მა დაანონსა ახალი ჭკვიანი ბრასლეტი Alta HR, რომელიც განკუთვნილია მფლობელის ორგანიზმის ფიზიკური აქტივობის და სიცოცხლისუნარიანობის ინფორმაციის საჩვენებლად. გადჯეტს აქვს შესაბამისი სენსორები, რომელთა დახმარებითაც განვლილ მანძილს, გადადგმულ ნაბიჯებს, დამწვარ კალორიებს და სხვა მაჩვენებლებს აჩვენებს. გაუმჯობესებულია გულის ცემის სენსორი და ძილის ფაზის ჩვენება. ახალი ფიტნეს ბრასლეტის შეძენა შესაძლებელია 150 დოლარად. Fitbit უმსხვილესი ტარებადი მოწყობილობების მოთამაშეა, შარშან მოახდინა 22,5 მილიონი გადჯეტის რეალიზაცია. 2016 წელს კომპანიამ 102,4 მილიონი ტარებადი გადჯეტი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით მსგავს მოწყობილობებზე მოთხოვნა გაიზარდა 25%-ით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Google შემდგომი Android-ის ოპერაციული სისტემის შექმნის პროცესშია, რომელსაც სახელად ორეო ერქმევა. მასში იქნება სიახლეები, კონკრეტულად კი კოპირების ფუნქცია, რომელიც მიხვდება თუ მომხმარებელს როდის სურს კონკრეტული აპლიკაციიდან მეორეში კოპირება ობიექტის. ახალი სიახლე იქნება ასევე ეკრანული ჟესტების ამოცნობა, შესაბამისი პროგრამის გამოყენებით, მაგალითად კალედარის გასახსნელად C-ს დაწერა ეკრანზე იქნება საკმარისი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გახდა ცნობილი, რომ Samsung Electronics-ის აქციებმა გუშინ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს, ერთი აქცია 1752,4 დოლარი გახდა. ექსპერტების აზრით სმარტფონ Galaxy S8-ის და Galaxy S8+-ის ანონსმა გამოიწვია კომპანიის აქციების ზრდა.