ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

20-30 წლის წინათ შეგეძლოთ საჯარო ბიბლიოთეკაში მისვლა წიგნის გადაშლა და ინფორმაციის ნებისმიერ თემაზე მოძიება. ახლა კი ეს ნებისმიერ კომპიუტერზე შეგიძლიათ, პლანეტის ნებისმიერ წერტილში, ონლაინ ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც ყველა ბიბლიოთეკაზე მეტია: მსოფლიო ქსელი (WWW). 21-ე საუკუნის ცხოვრება ვებზეა დამოკიდებული, ახლა მის გარეშე ცხოვრებას ვერც წარმოვიდგენთ, ვები 20 წლის წინათ შეიქმნა და დაახლოებით 10 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწია. ყველა დროის საუკეთესო გამოგონება და ამავე დროს უახლესიც. მოდით ვნახოთ რა არის მსოფლიო ქსელი (WWW) და როგორ მუშაობს ის.

მეტის ნახვა »

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

თქვენ შეგიძლიათ შემხვედრს ხელი ჩამოართვათ, რადგანაც მისი ხელი მიახლოებით იმავე ზომის და ფორმისაა, როგორიც თქვენი, მაგრამ ძაღლს, თევზს ან სხვა ცხოველს ხელს ვერ ჩამოართმევთ. ყველა ადამიანი მსგავსად მუშაობს და შეთავსებადია ერთმანეთთან იმავე გზებით, საუბრობს იმავე ენაზე და ა.შ. იმავეს ვერ ვიტყვით ჩვენს კომპიუტერებზე და მის პერიფერიულ (გადჯეტებზე, პრინტერებზე, ვებკამერებზე და ფლეშ მეხსიერებებზე). ეს ყოველთვის ასე არ იყო წლების წინ, კომპიუტერები და პერიფერიული მოწყობილობები იყენებდნენ მრავალ დამაკავშირებლებს (კონექტორებს) ერთმანეთთან დასაკავშირებლად. რთული და ხანდახან შეუძლებელიც იყო კონკრეტული კომპიუტერის კონკრეტულ პრინტერთან შეთავსება, ვერ ეთავსებოდა ძველ კომპიუტერს. ახლა ყველა კომპიუტერი და პერიფერია სტანდარტულ კავშირს იყენებენ, რომელსაც USB ჰქვია, ანუ უნივერსალური სერიული დამაკავშირებელი. რა არის უსბ და როგორ მუშაობს ის მოდით ვნახოთ დეტალურად!

მეტის ნახვა »

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Toyota-მ Automotive World 2017-ზე წარმოადგიბნა კონცეპტი 300 კილოგრამიანი ელექტრომობილის, რომელსაც 100 კილომეტრ საათამდე შეუძლია აჩქარება და ამასთან ერთად მხოლოდ 3 ბორბალი აქვს. პირველი პროტოტიპი ჯერ კიდევ 2016 წელს იქნა ნაჩვენები, ახლა ძრავი გაცილებით ძლიერია ავტომობილის ზომები 260 130 სანტიმეტრზეა, ორადგილიანი 2 წინა და ერთი უკანა მავალი საბურავით. 11,7 კილოვატი სიმძლავრის ძრავით 840 ლითიუმის იონის 10 კილოვატი საათში ბატარეა, რაც ჯამში 160 კილომეტრის გავლის საშუალებას მოგვცემს.

 

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

AMD Ryzen-ის პროცესორის ტესტირების შედეგები გავრცელდა 3DMark-ში, სადაც ვხედავთ, რომ ყველაზ ეუმცროსი 4 ბირთვიანი პროცესორი 3,2-3,4 გეგაჰერცი სიხშირით არის წარმოდგენილი, ასევე 3,3-3,7 გეგაჰერცი 6 ბირთვიანი და 3,4-3,8 გეგაჰერციანი 8 ბირთვიანი პროცესორი და ასევე 4 გეგაჰერციანი, შედეგებს თქვენც კარგად ხედავთ ჩანს, რომ რაიზენის პროცესორები საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებენ და უფრო ძვირადღირებულ ინტელის პროცესორებს არაფრით არ ჩამოუვარდებიან.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

როგორც ცნობილია წელს ველით 3 მოდელს ეფლის აიფონის სმარტფონის შემდეგი თაობის სერიებიდან. პირველს ვარაუდობენ 4,7 დიუმიანს, მეორეს 5,5 დიუმიანს და მესამეს კი 5,8 დიუმიანს. ყველაფერი კი აქამდე გავრცელებულ ჭორებს ამტკიცებს, რომ უფროსი მოდელი უჟანგავი მეტალისგან იქნება და გორილა გლესის მსგავსი მყარი ეკრანისგან იქნება დამზადებული. უმცროსი მოდელი კი ალუმინის შენადნობის იქნება, უცნობია 5,5 დიუმიანი მოდელის კორპუსის მატერიალი, კორპუსის დეტალები მეტალის და შუშის იქნება კომპანია ფექსკონ ტექნოლოჯისგან და ჯებილ სირქითისგან, ალუმინის კორპუსები ქეთჩერ ტექნოლოჯისგან იქნება მიწოდებული.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Fast Company-მ გამოაქვეყნა ახალი რეიტინგები ყველაზე ინოვაციური კომპანიების, რომელთა სათავეში ამაზონია, რომელიც კიდევ უფრო მეტს, უფრო სწრაფად და უფრო ჭკვიანურად გვთავაზობს. მეორე ადგილზე საძიებო გიგანტი გუგლია, ხოლო მესამე ადგილზე ტექნოლოგიური თვითმართვადი ავტომობილების კომპანია უბერი, ეფლს კი მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგო.