ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

დღეს ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებზე ბაზრის მხოლოდ 4% მოდის, მაგრამ 2023 წლისთვის მათი წილი 3-ჯერ გაიზრდება. კომპანია ტოიოტამ შეგვატყობინა, რომ მან 10 მილიონზე მეტი ჰიბრიდული ავტომობილი გაყიდა, რისთვისაც დაახლოებით 20 წელი დაჭირდა. 1997 წელს მიკროავტობუსი Coaster Hybrid EV გამოუშვა, იმავე წელს ვიხილეთ გაყიდვაში Prius, რომელიც ამერიკის ბაზარზე 2000 წლიდან იყიდებოდა. კომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ წელს ტოიოტას ავტომობილების გაყიდვების 10% ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოდის, ამერიკაში 3 მილიონი ჰიბრიდული ავტომობილი გაიყიდა, მაგრამ უმსხვილესი ბაზარი მაინც ტოიოტასთვის იაპონიაა. ტოიოტას ჰიბრიდებმა ატმოსფეროში 77 მილიონი ტონით ნაკლები ნახშიროჟანგი გამოაფრქვია, რაც ტრადიციულ ავტომობილთან შედარებით დაახლოებით 30 მილიარდი ლიტრი ბენზინია. საერთო ჯამში კომპანია ტოიოტა და ლექსუსი ყიდის 33 ჰიბრიდულ მოდელს 90 ქვეყანაში.