ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ახალი ჭორები სამსუნგის გალაქსი ნოუთ 8-ის შესახებ ხდება ვეიბოსგან ცნობილი, მიგვითითებენ, რომ მისი კოდირებული სახელი ბაიკალია. რატომ გადაწყვიტა ამ სახელის არჩევა (ყველაზე ღრმა ტბა მსოფლიოში) უცნობია. ახალ ნოუთ 8-ს მარტის ბოლოს წარმოადგენენ.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბლექბერის სმარტფონი მერკური უნდა დაანონსებულიყო სულ მალე მობილურების მსოფლიო კონგრესზე, მაგრამ მისი მონაცემები უკვე გახდა ცნობილი სენსორული 1620×1080 პიქსელით დისპლეი (დიუმზე 420 პიქსელი) Snapdragon 625 პროცესორი 3gb ოპერატიული მეხსიერება და 32გბ ფლეშ მეხსიერება, 18მპ კამერა და 3400 მილიამპერიანი აკუმულატორი, ოპერაციული სისტემა Android 7.0.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Samsung Display-იმ გააფორმა ახალი კონტრაქტი ეფლთან 60 მილიონ ოლედ ეკრანის მიწოდებასთან დაკავშირებით ჯამური ღირებულებით $4,3 მილიარდი, ეკრანები შემდეგი თაობის აიფონისთვის იქნება განკუთვნილი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

შარშან ევროკავშირმა დააკავშირა ბევრი ახალი ელექტროსადგური, რომელთა უმეტესობაც ენერგიას განახლებადი წყაროებიდან იღებენ. მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც WindEurope-ისგან მოვიპოვეთ 21 გეგავატი 24-დან განახლებადი წყაროებიდან მიიღება, მზის და ქარის სადგურებიდან. საბოლოო მიზანს წარმოადგენ მავნე ნივთიერებების ნარჩენების ატმოსფეროში გავრცელების შემცირება ნულამდე.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

საათების მწარმოებელმა კომპანია Swatch-მა განაცხადა, რომ Swiss OS-ს წარადგენს, რომელიც ტარებადი მოწყობილობებისთვის (საათებისთვის) ანუ სმარტ საათებისთვის იქნება განკუთვნილი სახელად Swiss OS იქნება მეტოქე ისეთი ეკოსისტემების, როგორიცაა: Android, Amazon, Apple და სხვა. 5 სარგებელი ამ ოპერაციული სისტემის შემდეგია: სანდოობა და ხარისხი, დაცულობა, დაბალი ენერგომოხმარების რეჟიმი, გამძლეობა, უკაბელო თავსებადობა უახლეს ბლუთუზ და სხვა უკაბელო ტექნოლოგიებთან, მაგრამ კომპანიას მხოლოდ ბაზრის 1%-ით გაუჭირდება ანდროიდის და ეფლის სმარტ საათებთან მეტოქეობა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

მხედველობისთი ზონის ტვინის ფესვის მასტიმულირებელი ჩიპი, რომელიც თვალების დახმარებით მხედველობის იმიტაციას ახდენს უკვე შეიქმნა ჰარვარდის სპეციალისტების მიერ, რომლის ტესტირება პრიმატებზე მარტში დაიწყება. თვალის როლს შეასრულებს ვიდეოკამერა, რომლის სიგნალიც გადაცემული იქნება მიკროჩიპურ იმპლანტზე, რომელიც თავის მხრივ ტვინის აქტიურ სტიმულირებას მოახდეს. ტვინში ჩანერგილი მიკროჩიპი დაეხმარება ადამიანებს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, პროექტის საბოლოო მიზანია დაეხმაროს მაიმუნებს გარემოში ორიენტაციაში, ფერების, ჩრდილების და გეომეტრიული ფორმების აღქმით.